ზედა ბახვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ზედა ბახვი
Ozurgeti.png
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ბახვი
კოორდინატები 41°56′44″ ჩ. გ. 42°07′41″ ა. გ. / 41.94556° ჩ. გ. 42.12806° ა. გ. / 41.94556; 42.12806
ადრეული სახელები ბახვი, შუა ბახვი
ფართობი 3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 150
მოსახლეობა 839 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 279 კაცი/კმ²
ზედა ბახვი — საქართველო
ზედა ბახვი
ზედა ბახვი — გურიის მხარე
ზედა ბახვი

ზედა ბახვი შუა ბახვი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვის თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ბახვი, ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 150 მ. ოზურგეთიდან 10 კმ. სოფელში არის ჩხავერის მეურნეობა. სოფლის ცენტრში დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, მოქმედებს ბიბლიოთეკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ცენტრში იდგა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია. ტაძარი ნაშენი იყო თლილი ქვით, ჰქონდა ოთხქიმიანი ჯვრის ფორმა და გუმბათი. გუმბათი სიმეტრიული იყო, არც მაღალი, არც დაბალი, კორპუსისა და გუმბათის კარ-ფანჯრების საპირეები მოჩარჩოებული იყო საგულდაგულოდ მოპირკთებული სვეტებით. სამრეკლო აშენებული იყოსახურაზვე, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავები კორპუსთან შედარებით ვიწრო იყო. ტაძარში ინახებოდა პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მანამდე პალიასტომის ტბის სიახლოვეს მდგარ გაპარტახებულ ეკლესიას ეკუთვნოდა. ეკლესიას ჰქონდა სამშენებლო წარწერა სამხრეთ შესასვლელის ზემოთ. წარწერა იუწყებოდა რომ ტაძრი აშენდა 1867 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის დაფინანსებით ლევან და მოსე ბერეკაშვილების მიერ. გაბრიელს ტაძრის მშენებლობა 8000 მანეთი დაუჯდა.[1]

1874 წელს სოფელში აგრეთვე ეპისკოპოს გაბრიელის შემწეობით გაიხსნა სკოლა, რომელსაც 1875 წელს უკვე დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი.[2]

1920-იან წლებში ნატალია ქიქოძის ხელმძღვანელობით დაანგრიეს სოფლის ეკლესია და მის ადგილას მოეწყო საფეხბურთო მოედანი. სოფელში 1937 წელს აშენდა მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე იყო 67 კვტ/სთ. 1945 წელს რეკონსტრუქციის შედეგად მისი სიმძლავრე 100 კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ჰესი ზედა ბახვის გარდა ელექტროენერგიით ამარაგებდა ქევდა ბახვს, ასკანას, მშვიდობაურს, ფამფალეთს.[3] 1981 წელს სოფლის ცენტრში გაიხსნა ბახვის მანიფესტის მემორიალი. მემორიალი წარმოადგენდა გურული გლეხის კარ-მიდამოს, რომელშიც გურიის რევოლუციური მოძრაობის ისტორიის მუზეუმი მოეწყო.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1197
2010 Decrease2.svg 1143
2014 Decrease2.svg 839 419 420

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.170 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  2. ჟურნალი „დროება“N34 — 1975 წ.
  3. მუჰამედ მურვანიძე, „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4