ცხემლისხიდი
| სოფელი | |
|---|---|
|
ცხემლისხიდი | |
|
გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | გურიის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ცხემლისხიდი |
| კოორდინატები | 41°55′33″ ჩ. გ. 42°05′03″ ა. გ. / 41.92583° ჩ. გ. 42.08417° ა. გ. |
| დაარსდა | XVII საუკუნე |
| პირველი ხსენება | 1892 |
| ადრეული სახელები | უჩხუბი |
| ცენტრის სიმაღლე | 90 მ |
| მოსახლეობა | 446[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,7 %, უკრაინელები 0,9 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ცხემლისხიდი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ცხემლისხიდი, ზედა უჩხუბი, ბაღდადი). მდებარეობს მდინარე ნატანების მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 90 მ., ოზურგეთიდან 7 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი. საავტობუსო მიმოსვლით დაკავშირებულია ქალაქ ოზურგეთთან.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ძველი სახელწოდებაა უჩხუბი, ამ სახელწოდებით იხსენიება XX საუკუნის დასაწყისამდე (ამჟამად უჩხუბი ეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა უჩხუბს). 1892 წლიდან ჩნდება დასახელება ცხემლისხიდი.[2] სახელწოდება დაკავშირებულია რცხილის ან ჯაგრცხილის (გურული დიალექტით ცხემლა) ხიდთან.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელი დასახლებული იყო ჯერ კიდევ XVII საუკუნეში. აქ აღმოჩენილია 1622-25 წლების 10 ცალი პოლონური ვერცხლის მონეტა. მონეტები მოჭრილია მეფე სიგიზმუნდ III ვაზას მიერ. მონეტები ამჟამად დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება „ძლევისკარის“ ეკლესია, რომლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.[4] ეკლესია იყო სავარაუდოდ წმინდა სტეფანეს სახელობისა, ხოლო მის მიმდებარე ადგილებს სტეფანწმინდა ეწოდებოდა.[5] XVIII საუკუნის ბოლომდე უჩხუბში იყო გურიელების რეზიდენცია, სანამ მას გადაიტანდნენ ჯერ შემოქმედში, შემდეგ კი ოზურგეთში. რუსეთის იმპერიის დროს უჩხუბი შედიოდა ბახვის სასოფლო საზოგადოებაში. 1905 წლის 3 სექტემბერს ჩატარდა ქვედა უჩხუბის ბავშვთა კრება, რომელიც შეეხებოდა ბავშვების მიერ ჩადენილ ქურდობას.[6] 1950-იან წლებში სოფლის ცენტრში, ძველი სავაჭროების ადგილას აშენდა 40 ადგილიანი კულტურის სახლი, მოეწყო ცენტრი, დაირგო 3000 ძირი ხე: ჭადარი. თეთრი აკაცია, ნაძვი, გაკეთდა ჩვინიას გზა, ხიდი მდინარე ნატანებზე. 1999 წელს აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1908[7] | 1092 | ||
| 1911[8] | |||
| 2002 | |||
| 2014 | 210 | 236 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაიბადნენ:
- სტეფანე ელიაძე (დ. 1884) — ქართველი პოლიტიკოსი
- ხარიტონ ვარდოშვილი (1895-1970) — ქართველი პოეტი
- გიორგი სალუქვაძე (1913-1990) — ქართველი ინჟინერი, ქორეოგრაფი, ფოლკლორისტი
- გივი ჭანუყვაძე (1924-1984) — ქართველი საბჭოთა ეკონომისტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 250.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N10 გვ. 3 1892 წ.
- ↑ ძნელაძე რ., „გურული დიალექტის ტოპონიმიკური ლექსიკა“, თბილისი: უნივერსალი, 2005. — გვ. 30, ISBN 99940-51-12-1.
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16224 - ↑ ჩხატარაიშვილი ქ., გენერალი ივანე გურიელი // ცისკარი, ტ. 5, თბილისი, 1973.
- ↑ ლია, {{{სათაური}}} ცნობის ფურცელი : გაზეთი, 17 სექტემბერი, 1905, № 2910, გვ. 4.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
| |||||||||||||