სილაური
Jump to navigation
Jump to search
სოფელი | |||
---|---|---|---|
სილაური | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | გურიის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 41°59′57″ ჩ. გ. 41°59′27″ ა. გ. / 41.99917° ჩ. გ. 41.99083° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | ძეგორა | ||
ფართობი | 10,33 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 100 მ | ||
მოსახლეობა | 531 კაცი (2014) | ||
სიმჭიდროვე | 51,4 კაცი/კმ² | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
|
სილაური — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 100 მ., ოზურგეთიდან 13 კმ. სოფელში ჩამოედინება მდინარეები რობა და მამათისღელე. სოფელში არის საჯარო სკოლა.[1]
სექციების სია
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის ძველი სახელწოდებაა ძეგორა. რუხმელის ხეობაში იდგა დიდი ციხე და წმინდა გიორგის ეკლესია.[2]სილაურის ტერიტორიაზე მოექცა ბაილეთის ნაწილი ე.წ. გაღმა ბაილეთი, სადაც იდგა შუა საუკუნეების გალავანი და 1609 წელს აშენებული ბაილეთის ეკლესია, რომელიც 1958-62 წლებში დაანგრიეს ჯუმათის სკოლის მშენებლობისთვის. სოფელში 1945 წელს აშენდა მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე იყო 23 კვტ/სთ.[3]
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 596 | ||
1911[5] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014 | ![]() |
268 | 263 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 338, თბ., 1985 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑ ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
- ↑ მუჰამედ მურვანიძე, „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|