შინაარსზე გადასვლა

ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაღდადი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ბაღდადი

ბაღდადის მანიშნებელი აბრა დვაბზუ-ვაკიჯვრის გზაზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ცხემლისხიდი
კოორდინატები 41°56′00″ ჩ. გ. 42°06′00″ ა. გ. / 41.93333° ჩ. გ. 42.10000° ა. გ. / 41.93333; 42.10000
ფართობი 6,17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 180
მოსახლეობა 678[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 110 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,0 %, რუსები 0,44 %, სომხები 0,44 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

ბაღდადისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ცხემლისხიდის თემში (სოფლები: ბაღდადი, ზედა უჩხუბი, ცხემლისხიდი). მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 180 მ, ოზურგეთიდან 9 კმ., ცხემლისხიდიდან 1 კმ.

ფეოდალურ ხანაში სოფელი ბაღდადი იყო თავად მაქსიმელიშვილების რეზიდენცია. შედიოდა ბახვის სამრევლოში. 1901 წლიდან სამუელ მაქსიმელიშვილის სახლში იკრიბებოდა ხალხური სიმღერის გუნდი სამუელ ჩავლეიშვილის მეთაურობით, რომელმაც ჩამოაყალიბა გურული სიმღერის საკუთარი მიმართულება.[2]

საბჭოთა პერიოდში სოფლის მოსახლეობის მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა მეჩაიეობა. გაშენებული იყო 117 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. სოფელში აგრეთვე სხვა მეურნეობები იყო ჩხავერის (20 ჰა), ტუნგის, (16 ჰა) და ციტრუსების (10 ჰა) პლანტაციები.[3] სოფელში მდინარე ნატანებზე აგებული იყო მცირე ჰიდროელექტროსადგური უჩხობჰესი, რომლის სიმძლავრე იყო 88 კვტ/სთ.[4]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 221
1911[6] 257
2002 948
2014 678 332 346
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. შილაკაძე ვ., „ ხალხური მუსიკის მოამაგენი“, თბილისი: ხელოვნება, 1961. — გვ. 50.
  3. ჩხაიძე კ. „ძველი და ახალი ბაღდადი“ გაზეთი „ლენინის დროშა“ 1955 წ. N111 გვ. 2
  4. მუჰამედ მურვანიძე, „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4
  5. Кавказский календарь на 1910 год
  6. Кавказский календарь на 1912 год