ხრიალეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ხრიალეთი
Khrialeti, Georgia - panoramio.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი შრომა
კოორდინატები 42°00′32″ ჩ. გ. 41°49′36″ ა. გ. / 42.00889° ჩ. გ. 41.82667° ა. გ. / 42.00889; 41.82667
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 1533 კაცი (2014)
ხრიალეთი — საქართველო
ხრიალეთი
ხრიალეთი — გურიის მხარე
ხრიალეთი

ხრიალეთი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ. შრომიდან 3 კმ., ოზურგეთიდან 39 კმ., ურეკის რკინიგზის სადგურიდან 7 კმ. სოფელში დაიბადა ავქსენტი მეგრელიძე. სოფელში არის საჯარო სკოლა[1] საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

ნაეკლესიარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში, ოხოჯურის მთაზე არის ძველი, ქვით ნაგები ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრისა და ციხე-გალავნის ნანგრევები. ტაძარი სავარაუდოდ V-VI საუკუნეების უნდა ყოფილიყო. ბაზილიკის ტიპის ეკლესია ახლა სანახევროდ დანგრეულია. გადმოცემის მიხედვით ამ ადგილზე ჯვარი აღუმართავს ანდრია პირველწოდებულს. 1890 წელს ტაძარს ეწვია გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი. მან ხალხს ახალი ეკლესიის აშენებისკენ მოუწოდა. მშენებლობა დააფინანსა გრიგოლ გურიელმა. ახალი ეკლესია ხისგან ააშენეს 1892 წელს. 1892 წლის 5 დეკემბერს ახალაშენებული ეკლესია დაწვეს. ამის შემდეგ ხელახლა ააშენეს ასევე ხის ეკლესია. 1910 წელს ტაძარს ეწვია იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი). ეკლესია გადაწვეს 1920-იან წლებში. 2008 წელს აშენებულ იქნა ახალი ეკლესია.

სოფლის ცენტრში იდგა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. გადმოცემის თანახმად ამ ტაძრის ზარი ზარი გამოირჩეოდა მჟღერი, არამელოდიური ხმით, სოფელმაც აქედან მიიღო სახელწოდება. დღეს ეს ზარი შემოქმედის ეკლესიაშია. 1942 წელს გადაწვეს ტაძართან მდგარი ხის ნაგებობები. 1943 წელს დაანგრიეს ეკლესიის შენობა და მასალა გამოიყენეს სოფლის სკოლის მშენებლობისთვის. მისი უკანასკნელი მღვდელი 1907-1943 წლებში იყო რომანოზ მეგრელიძე (დ. 1878 წ.).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 578
2002 Increase2.svg 1869
2014[3] Decrease2.svg 1533 790 743

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  2. Кавказский календарь на 1910 год
  3. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.