ძირიჯუმათი
სოფელი | |
---|---|
ძირიჯუმათი | |
![]() სოფლის ხედი ჯუმათის მონასტრიდან | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯუმათი |
კოორდინატები | 42°01′08″ ჩ. გ. 41°58′50″ ა. გ. / 42.01889° ჩ. გ. 41.98056° ა. გ. |
ფართობი | 10 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
მოსახლეობა | 189[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 18,9 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ძირიჯუმათი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჯუმათის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 100 მ. ჯუმათიდან 3 კმ, ოზურგეთიდან 17 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1846-1848 წლებში ჯუმათის მონასტერთან მოქმედებდა გურიის სასულიერო სასწავლებელი. 1868 წელს მონასტერთან გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა, სკოლაში 80-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა და სამაგალითოდ ითვლებოდა. სოფელში ასევე გაიხსნა სიმინდის მაღაზია, მაგრამ 1880-იან წლებში სკოლაც და მაღაზიაც დაიხურა. დანაშაულმა კი იმატა.[2]
მონასტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის განაპირას დგას განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომლექსი, ყოფილი ჯუმათის საეპისკოპოსოს ცენტრი, რომელიც მოიცავს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძარს, გალავანს და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. ეკლესია შუა საუკუნეებისაა, ფრესკები XVI-XVIII ს.ს. თარიღდება. ეკვდერი და კარიბჭე 1847 წელს მიაშენეს, ხოლო გალავანში ჩაშენებული სამრეკლო 1904 წლისაა.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 170 | ||
2014 | ![]() |
99 | 90 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 277.
- // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ.
- ბაქრაძე, დ . [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ გაზეთი „დროება“ N271 — 1881
|