მშვიდობაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
მშვიდობაური
მშვიდობაური.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ბახვი
კოორდინატები 41°58′02″ ჩ. გ. 42°06′51″ ა. გ. / 41.96722° ჩ. გ. 42.11417° ა. გ. / 41.96722; 42.11417
ადრეული სახელები ოქროსქედი
ფართობი 3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 240
მოსახლეობა 251 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 83 კაცი/კმ²
მშვიდობაური — საქართველო
მშვიდობაური
მშვიდობაური — გურიის მხარე
მშვიდობაური

მშვიდობაური — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვის თემში. მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 240 მ., ოზურგეთიდან 18 კმ., ზედა ბახვიდან 5 კმ. სოფელში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი ალექსანდრე ლომთათიძე. სოფელში არის საჯარო სკოლა[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ძველი სახელწოდებაა ოქროსქედი. მისი ტერიტორია მოიცავდა ამჟამინდელ სოფელ მშვიდობაურს, ასევე, მთისპირის თემის სოფელ ოქროსქედსა და ბახვის თემის სოფელ ოქროსქედს.

1930 წელს მშვიდობაურში ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა, რომელსაც ჰქონდა 17 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. 1937 წელს მშვიდობაურში იყო 137 ჰა ჩაის, 15 ჰა ტუნგის პლანტაცია და 6 ჰა ხეხილის ბაღი. მშვიდობაურის ცენტრში რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა აშენდა, მათ შორის კულტურის სახლი, ექვსსართულიანი პანსიონატი, რესტორანი მდინარე ბახვისწყალზე, მოეწყო სკვერი, ხელოვნური ტბები. დღეს თითქმის ყველა შენობა სოფლის ცენტრში დანგრეულია.[2]1987 წელს სოფელში დასახლდა სვანეთიდან სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტების 50 ოჯახი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 377
2014 Decrease2.svg 251 121 130

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]