ფამფალეთი
სოფელი | |
---|---|
ფამფალეთი | |
მდინარე ბახვისწყალი ფამფალეთისა და მთისპირის საზღვარზე | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვაკიჯვარი |
კოორდინატები | 41°55′50″ ჩ. გ. 42°07′10″ ა. გ. / 41.93056° ჩ. გ. 42.11944° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
მოსახლეობა | 411[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ფამფალეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ვაკიჯვრის თემში (სოფლები: ვაკიჯვარი, ფამფალეთი). მდებარეობს მდინარეებს ბახვისწყალსა და ნატანებს შორის, ზღვის დონიდან 250 მ., ოზურგეთიდან 12 კმ, ვაკიჯვრიდან 1 კმ. სატრანსპორტო მიმოსვლით დაკავშირებულია ქალაქ ოზურგეთთან. სოფელში არის უბანი თიხნარა.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგენდის თანახმად სოფელს ფამფალეთი დაერქვა გოგაურას მთის ძირში მიწის ფამფალის (ეროზიის) გამო.[2]
„რადგან მიწა ამ კუთხეში
ირყეოდა, ფამფალებდა
ეს სოფელი სწორედ მიტომ
იწოდება ფამფალეთად“
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 1087 | ||
1911[4] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014 | ![]() |
198 | 213 |
ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1828 წლისთვის სოფელში იდგა ხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მისი სამრევლო მოიცავდა 36 კომლს.[5] დღეისთვის ფამფალეთის ცენტრში დგას თანამედროვე ეკლესია. სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია ძველი ეკლესიის ტრაპეზის ქვა.[6]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაიბადა მომღერალი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი ბესარიონ ინწკირველი, რევოლუციონერი ვანო ინწკირველი. სოფელში ცხოვრობდნენ აქვსენტი, მანასე და ლადიკო სალუქვაძეები, რომელთა შესაძებ შექმნილია ცნობილი ხალხური სიმღერა სამნი ძმანი გურულები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 216.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ გიზო ჭელიძე, „კოლმეურნეობა პირველი მაისის სახელს ატარებს“, გაზეთი „ლენინის დროშა“ N51. გვ 3 — 1959 წ.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 71 — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16171
|