ვაკიჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ვაკიჯვარი
Vakijvari road.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ვაკიჯვარი
კოორდინატები 41°55′02″ ჩ. გ. 42°08′43″ ა. გ. / 41.91722° ჩ. გ. 42.14528° ა. გ. / 41.91722; 42.14528
ადრეული სახელები ვაკეჯვარი
ფართობი 6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 400
მოსახლეობა 597 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 99 კაცი/კმ²
ვაკიჯვარი — საქართველო
ვაკიჯვარი
ვაკიჯვარი — გურიის მხარე
ვაკიჯვარი

ვაკიჯვარი — სოფელი და კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ვაკიჯვარი, ფამფალეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა, ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია, რამდენიმე მცირე ჰესი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ნატანების ნაპირებზე, ზღვის დონიდან 400 მ. სოფელში არის წითელი რკინის მადანი, აპატიტი. ქანი შეიცავს 7-10‰ აპატიტს, ხოლო 41-53‰ ფოსფორის ანჰიდრადს. საბადო აღმოაჩინა ინჟინერმა კრუგმა 1912 წელს. მას „ჩხიკვას“ საბადოს ეძახიან. „ჩიჩუას ხევის“ მარჯვენა მხარეზე მოიპოვება მაგნიტური რკინის საბადო, რომელიც პეგმატიტის ძარღვთან არის დაკავშირებული.

სოფლის ერთ-ერთი უბანია თავვაკიჯვარი, რომელიც ცენტრიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული. თავვაკიჯვრიდან მიდის საცალფეხო გზა კურორტ ბახმარომდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაკიჯვარი 1903 წელს, ანტონ გოგიაშვილის ნახატი

სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები. ასევე ადრეული ანტიკური ხანის კერამიკა და კრამიტის ნამტვრევები.[1] X საუკუნეში აშენდა ვაკიჯვრის ეკლესია.

1828 წლისთვის სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომლის სამრევლო შეადგენდა 35 კომლს.[2] შედიოდა ბახვის საზოგადოებაში და ეწოდებოდა ვაკე-ჯვარი. ბახმაროს აღმოჩენამდე ვაკიჯვარი სამკურნალო ადგილად ითვლებოდა. ბახმაროს აღმოჩენის შემდეგ ვაკიჯვარმა, როგორც სააგარაკო ადგილმა, დაკარგა მნიშვნელობა.[3] 1950-იან წლებში სოფელში აშენდა 250 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 844
2010 Increase2.svg 875
2014 Decrease2.svg 597 294 303

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 71— „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
  2. გრ. კუნჭულია, „ვაკიჯვრის კეთილმოწყობისთვის“ // „ლენინის დროშა“ N 24. გვ. 4 — 1935 წ.