აჭი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჭი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
აჭი
Village Achi.JPG
სოფელ აჭის ერთ-ერთი უბნის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ლიხაური
კოორდინატები 41°50′21″ ჩ. გ. 42°01′24″ ა. გ. / 41.83917° ჩ. გ. 42.02333° ა. გ. / 41.83917; 42.02333
ცენტრის სიმაღლე 420
მოსახლეობა 36 კაცი (2014)
აჭი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
აჭი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
აჭი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
აჭი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

აჭი[1] — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 420 მ., ლიხაურიდან 5 კმ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 1069
1911[3] Decrease2.svg 284
2002 Decrease2.svg 71
2014 Decrease2.svg 36 14 22

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აჭის ეკლესია.

სოფელში დგას წმინდა გიორგის სახელობის XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული. დარბაზული ეკლესია. ეკლესის აქვს ასომთავრული წარწერა. შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით, მათ შორის ზოგიერთი ფრესკა იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობას წარმოადგენს. ეკლესიაში დღემდე ინახება თამარ მეფის დროს შექმნილი ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა.

სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია აჭის ციხის ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 78, თბ., 1977 წელი.
  • ენციკლოპედია საქართველო, გვ. 277, თბილისი, 1997 წელი
  • საქართველოს სულიერი საგანძური, ტ. I, გვ. 214-216, თბილისი, 2005 წელი
  • დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ — ბათუმი, 1987 წელი
  • ექვთიმე თაყაიშვილი, „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები“ — თბილისი, 1907 წელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]