ვაშტიალი
| სოფელი | |
|---|---|
|
ვაშტიალი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | გურიის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ჭანიეთი |
| კოორდინატები | 41°51′20″ ჩ. გ. 41°58′30″ ა. გ. / 41.85556° ჩ. გ. 41.97500° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
| მოსახლეობა | 43[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ვაშტიალი — სოფელი საქართველოში (გურიის მხარე), ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ჭანიეთის ადმინისტრაციული ერთეული).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მდინარე ჩოლოქის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მ-ზე, ოზურგეთიდან 6 კმ-ში. სოფელი გაფენილია ლიხაურის ციხის ქვემოთ მდებარე ველზე ლიხაურიდან ნარუჯის საზღვარზე მდებარე ამუყათას ველამდე, მოიცავს შკერიადს, ადგილს, რომელიც მუდამ შქერით იყო დაფარული. სოფელში მიედინება ჭანაურას ღელე და ფარნაოზის საცივი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში ფიქსირდება ისტორიულად ხის კულტის თაყვანისცემა. ნაპოვნია წინაქრისტიანული სამლოცველოს ნაშთი, ქვაკაცის კერპი, რომელიც ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. ამუყაზე, ნაეკლესიების გორაზე იდგა ეკლესია, გორა მჭიდროდ იყო დასახლებული. 1941-1991 წლებში სოფელში იდგა სამხედრო ნაწილი.
სოფელში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო ბრინჯი, სიმინდი და ღომი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებული გვარია ურუშაძეები.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002 | 131 | ||
| 2014 | 19 | 24 |
ქვასაკაფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში, მდინარე ჩოლოქზე, მის მარცხენა მხარეს მდებარეობს საბანაო ადგილი ქვასაკაფი. 7 მეტრი სიღრმის წყალში ეშვება ქვის სვეტები. აქედან იღებდნენ ქვებს სხავდასხვა დანიშნულებით. გადმოცემის თანახმად ქვასაკაფზე ციცაბო კლდიდან ერთ-ერთი ფირალი გადამხტარა და გადარჩენილა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 332.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 204.
- სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“ — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
| |||||||||||||