ოზურგეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოზურგეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ოზურგეთი
Viil. Ozurgeti E.JPG
სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ოზურგეთი
კოორდინატები 41°56′26″ ჩ. გ. 41°59′26″ ა. გ. / 41.94056° ჩ. გ. 41.99056° ა. გ. / 41.94056; 41.99056
დაარსდა 1885
ადრეული სახელები ეწერი (1885-1911),
ოზურგეთი (1911-1930),
მახარაძე (1930-1989)
ფართობი 9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 1388[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 154,2 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %, სომხები 0,43 %, რუსები 0,36 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოზურგეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ოზურგეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ოზურგეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ოზურგეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

ოზურგეთისოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 2 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა,[2] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, გადის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზა. სოფლის ტერიტორიაზე არის 1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა საძმო სასაფლაო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის აპრილში ოსმალეთის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა სასაფლაო

სოფელი 1885 წელს დაარსდა და ეწოდა ეწერი. შედიოდა დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში. სოფელში დაასახლეს რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 ომში მებრძოლი ყოფილი ჯარისკაცები და მათი ოჯახები. თითოეულ ოჯახს მისცეს სამი დესეტინა მიწა, სამი თუმანი ფული და გაათავისუფლეს გადასახადებისგან. 1896 წლისთვის სოფელში ცხოვრობდა 15 კომლი. განაშენიანება იყო მჭიდრო, ქალაქისთვის დამახასიათებელი. 1916 წლიდან მოიხსენიება სოფელი ოზურგეთად. 1918 წლის 11 აპრილს ვაშნარის ველზე გაიმართა ბრძოლა ოსმალეთის იმპერიისა და ამიერკავკასიის ჯარებს შორის ოზურგეთის დასაკავებლად. 1920 წელს გამოეყო დვაბზუს თემს და შევიდა ქალაქ ოზურგეთის თემში[3].

1930-იანი წლებიდან სოფელს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე ეწოდა.[4] 1951 წელს სოფელში აშენდა 200 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლის შენობა, ცენტრში დაიდგა იოსებ სტალინის მონუმენტი. 1983 წელს სოფელში, კერძო ნაკვეთში, აღმოჩნდა ადრე რკინის ხანის ბრინჯაოს შუბის პირი ირმის სტილიზებული გამოსახულებით. 1989 წელს სოფელს ოზურგეთი უწოდეს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1896 66 38 28
1911[5] Increase2.svg 201
1971 Increase2.svg 1733
1977 Increase2.svg 1806
2002 Increase2.svg 1882
2014 Decrease2.svg 1388 670 718

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა საზოგადო მოღვაწე მაქსიმე შარაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. გურიის ერობის მოამბე N7 — გვ. 4 — 15 თებერვალი1920
  4. ბენიაბე წინწიბერაძე, „კოლმეურნეობა - გზა კომუნიზმისკენ“,//„ლენინის დროშა“ N45 გვ2. — 1952 წ.
  5. Кавказский календарь на 1912 год