ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზედუბანი.
სოფელი
ზედუბანი
Nakashidze cave Zedubani.jpg
ნაკაშიძის გამოქვაბული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი შრომა
კოორდინატები 41°58′24″ ჩ. გ. 41°52′34″ ა. გ. / 41.97333° ჩ. გ. 41.87611° ა. გ. / 41.97333; 41.87611
ცენტრის სიმაღლე 120
მოსახლეობა 175 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 80%
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

ზედუბანი, ზედობანი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემში. მდებარეობს ნასაკირალის სერზე, ზღვის დონიდან 120 მ. შრომიდან 3 კმ., ოზურგეთიდან 26 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედუბანი წარმოადგენდა თავად ნაკაშიძეების რეზიდენციას. 1828 წლისთვის სოფელში იდგა მთავარანგელოზის სახელობის ქვით ნაგები ეკლესია. ზედუბანი იყო გურიაში ჩაის კულტურის გავრცელების ერთ-ერთი პირველი კერა. თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ 1889 წელს ჩაქვიდან შემოიტანა და გააშენა ჩაი ხუთ ჰექტარზე. 1908 წლიდან მოყოლებული ის კუსტარულად ამზადებდა ჩაის, 1912 წლიდან კი მან ჩაის 4 ცხენისძალიანი გადამამუშავებელი დანადგარი შეიძინა. მიხეილ ნაკაშიძე უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе". ნაკაშიძეს მოწყობილი ჰქონდა ხელოვნური გამოქვაბული, რომელსაც იყენებდა ღვინის მარნად. გამოქვაბული ღვინისა და სხვა პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა 1920-იან წლებამდე.

1900 წელს ზედუბანში აღმოჩნდა ვერცხლის ორი პოლონური მონეტა. მონეტები ადასტურებენ რეჩ პოსპოლიტასთან გურიის სამთავროს ურთიერთობას XVII საუკუნის დასაწყისში. გურიაში პოლონური მონეტების გავრცელების კიდევ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1958 წელს ჭანჭათში აღმოჩნდა ვერცხლის ორი პოლონური მონეტა, ხოლო 1979 წელს მაკვანეთში ოთხი მონეტა.[1] 1930-იანი წლების მეორე ნახევარში ზედუბანი თხინვალის სასოფლო საბჭოს ეკუთვნოდა.[2]

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედუბანში იდგა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. 1834 წელს მღვდელი იყო იესე ხომერიკი. 1905 წელს, რევოლუციის დროს, ზედუბნის მთავარანგელოზის ეკლესიაზე წითელი დროშა აღმართა რევოლუციონერმა დათა ქადიეშვილმა. 1910 წელს ზედუბნის ეკლესიას ეწვია იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე. იმ პერიოდისთვის ტაძარში არაფერი ინახებოდა, გარდა ვერცხლის სამი ხატისა. 1943 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა ზედუბნის ეკლესიამ. მისი უკანასკნელი მღვდელი იყო ბლაღოჩინი ივანე კეჭაყმაძე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 164
2002 Increase2.svg 167
2014[4] Increase2.svg 175 86 89

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ე. გოგუაძე, „XVII საუკუნის მონეტები სოფელ მაკვანეთიდან“ // ლენინის დროშა // N 13 გვ. 3-4 — 1980 წ.
  2. „ლენინის დროშა“ N33 გვ. 4 — 1935 წ.
  3. Кавказский календарь на 1910 год
  4. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.