ოქროსქედი (მთისპირის თემი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქროსქედი.
სოფელი
ოქროსქედი
Oqrosqedi (mtispiri).JPG
ეკლესია "მარიამას გორზე"
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მთისპირი
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 209 კაცი (2014)

ოქროსქედი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მთისპირის თემში. მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მ. მთისპირიდან 3 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრე ოქროსქედი დიდ სოფელს წარმოადგენდა. მისი ტერიტორია მოიცავდა საკუთრივ სოფელ ოქროსქედს, ბახვის თემის სოფელ ოქროსქედსა და სოფელ მშვიდობაურს, რომლის ისტორიული სახელიც ასევე ოქროსქედია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 170
2010 Increase2.svg 176
2014 Increase2.svg 209 98 111

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი სამუელ ჩავლეიშვილი.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ნაპირას, გორაკზე დგას ფერისცვალების სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია. გადმოცემის თანახმად ეკლესიაში უცხოვრია ვინმე მონაზონ მარიამს, რის გამოც გორაკს „მარიამის გორს“ ეძახიან. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. 2004 წელს ძველ საძირკველზე ახალი ეკლესია დააშენეს. ახალი ეკლესია აშენებულია მომცრო ზომის რიყის ქვით, ხოლო კუთხეები გამოყვანილია თლილი მომწვანო ფერის ქვებით. ეკლესიის ძველი წყობიდან შემორჩენილია სამხრეთის შესასვლელი, ხოლო დასავლეთის შესასვლელი ახალია. ეკლესიას სარკმლები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე აქვს. ამჟამად ეკლესია მოქმედია და დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]