ციხისფერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ციხისფერდი
Tsikhe Church.jpg
ციხის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი გურიანთა
კოორდინატები 41°57′28″ ჩ. გ. 41°56′29″ ა. გ. / 41.95778° ჩ. გ. 41.94139° ა. გ. / 41.95778; 41.94139
ადრეული სახელები ციხე(1911 წლამდე)
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 610[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %, უკრაინელები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ციხისფერდი — საქართველო
ციხისფერდი
ციხისფერდი — გურიის მხარე
ციხისფერდი

ციხისფერდისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიანთის თემში (სოფლები: გურიანთა, ციხისფერდი). მდებარეობს მდინარეების სკურდუმისა და ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 7 კმ. სოფელში გადის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზა და ნატანები-ოზურგეთის სარკინიგზო ხაზი. არის რკინიგზის ბაქანი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხის ნანგრევები

ციხისფერდში, ერთ-ერთ პატარა კლდეზე აღმოჩენილია ზღვის ნიჟარები, რომელიც ადასტურებს, რომ მრავალი საუკუნის წინ აქ იყო ზღვა. სოფლის ძველი სახელწოდებაა ციხე. გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს და იყო მათი საზაფხულო რეზიდენცია.[3] XVII საუკუნეში მამუკა ნაკაშიძემ ააშენებინა და მოახატინა ციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. XVII საუკუნეში ბეჟან ნაკაშიძისა და მისი მემკვიდრე გიორგის ბრძანებით მღვდელმა საბამ დაწერა „ციხის გულანი“, იგივე „გურიანთული გულანი“. 1720 წელს ბეჟან ნაკაშიძეს ეკლესიისთვის გარდამოხსნა შეუწირავს. 1811 წელს მამია V გურიელმა რუსეთის ჯარის დახმარებით ციხე დაუნგრია ნაკაშიძეს. ამის შემდეგ რუსეთის იმპერიის ჯარი (ორასი ჯარისკაცი და ერთი ზარბაზანი) აქ დაბანაკდა. 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძემ ეკლესიაში ნახა მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის ფრესკები.[4] 1907 წელს ციხის ეკლესიის სიძველეები აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა.[5] 1911 წლიდან იხსენიება ციხისფერდის სახელით. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 1500 ადამიანი იყო გაწევრებული[6] და ბიბლიოთეკა.[7]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[8] 403
2002 Increase2.svg 767
2014 Decrease2.svg 610 302 308

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 165.
  4. ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987.
  5. თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“. — გვ. 31-34.
  6. Кавказский календарь на 1914 год
  7. ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
  8. Кавказский календарь на 1912 год