ბოხვაური
სოფელი | |
---|---|
ბოხვაური | |
![]() სოფლის ერთ-ერთი უბანი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბოხვაური |
კოორდინატები | 41°55′27″ ჩ. გ. 42°02′09″ ა. გ. / 41.92417° ჩ. გ. 42.03583° ა. გ. |
ფართობი | 3,12 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1056[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 338,5 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,2 %, სომხები 1,2 %, რუსები 0,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბოხვაური — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბოხვაური, ჭალა). მდებარეობს მდინარეების ბჟუჟისა და ნატანების შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 100 მ.-ზე, ოზურგეთიდან 5 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში მიედნიება მდინარეები ნაბჟუარა და დვაბზუსწყალი. არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციული შენობა.[2]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგენდის მიხედვით ამ ადგილებში ცხენითა და ურმით დადიოდა ვინმე ბახვა ურია, შემდეგ კი ამ ადგილებს ბოხვაური უწოდა ხალხმა. სამეცნიერო მოსაზრებით, ის შესაძლოა წარმოშობილი იყოს გვარ ბოხვაძისაგან.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედიოდა დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში. 1828 წლისთვის სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, გარშემო ქვის გალავნით. სამრევლოში 33 კომლი შედიოდა.[4] 1920 წელს გამოეყო დვაბზუს თემს და შევიდა ქალაქ ოზურგეთის თემში.[5] 1930-იან წლებში სოფელი ლაშე-გაკირულის სასოფლო საბჭოში შედიოდა. სოფელში აგებული იყო მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე იყო 50 კვტ/სთ.[6] 1950-იანი წლების ბოლოს ბოხვაურში აშენდა საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი, ოზურგეთის ჩაის ფაბრიკიდან სოფელ ჭალამე დაიგო ცენტრალური გზა. სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებული გვარებია ჩავლეიშვილები, სიხარულიძეები, არობელიძეები, გირკელიძეები, ღლონტები, მენაბდეები, მუჯირები.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[7] | 624 | ||
1911[8] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014 | ![]() |
499 | 557 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერმილე მოლარიშვილი (1860-1922) — ლოტბარი, სახალხო მომღერალი
- აპოლონ ჩავლეიშვილი (1906-1987) — ლოტბარი, სახალხო მომღერალი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 496.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21055
- ↑ იოსელიანი ა., ნარკვევები კოლხეთის ისტორიიდან, თბ.: მეცნიერება, 1973. — გვ. 58.
- ↑ ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 72, ISBN 99940-11-89-8.
- ↑ გურიის ერობის მოამბე N7 — გვ. 4 — 15 თებერვალი 1920
- ↑ მუჰამედ მურვანიძე, „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|