ვანისქედი
სოფელი | |
---|---|
ვანისქედი | |
![]() პანორამული ხედი ვანისქედიდან | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მთისპირი |
კოორდინატები | 41°56′30″ ჩ. გ. 42°10′45″ ა. გ. / 41.94167° ჩ. გ. 42.17917° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 280 მ |
მოსახლეობა | 215[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვანისქედი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მთისპირის თემში (სოფლები: ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, უკანავა). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 280 მ. მთისპირიდან 4 კმ., ოზურგეთიდან 20 კმ. სოფელში დგას XI-XIII საუკუნეების ეკლესია. დაბლა ვანისქედში მოქმედებს მუსლიმური სალოცავი — ჯამე.
ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში დგას კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლი, დარბაზული ეკლესია, სამშენებლო წარწერით, რომელიც XI-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს XVII და XIX საუკუნეებში. XX სასუკუნის 30-იან წლებში დანგრეული ტაძარი ხელახლა ააშენეს 2007 წელს. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში XIX საუკუნის 70-იან წლებში ინახებოდა ძველი საეკლესიო წიგნები: „მოკლე ჟამნ-გულანი“ და „ვრცელი ჟამნ-გულანი“. ორთავე გადაუწერია ვინმე „ცოდვილ გრიგოლ შუბლაძეს“. ვრცელ გულანს ახლავს „ასწლიანი კვინკლოსი“ და ქორონიკონი 1729-1749 წწ.[2]
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 755 | ||
1911[4] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014 | ![]() |
103 | 112 |
ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვანისქედში დაიბადნენ:
- ლავროსი კიღურაძე — რევოლუციონერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ვარლამ ვაშალომიძე — ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 293.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.175 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
- ↑ «Кавказский календарь» на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|