გოგიეთი
სოფელი | |||
---|---|---|---|
გოგიეთი | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | გურიის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | მაკვანეთი | ||
კოორდინატები | 41°52′40″ ჩ. გ. 42°02′51″ ა. გ. / 41.877972° ჩ. გ. 42.047667° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 280 მ | ||
მოსახლეობა | 151[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
გოგიეთი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მაკვანეთის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე აგიდაყვის (ბჟუჟის შენაკადი) მარჯვნივ. ზღვის დონიდან 280 მ, ოზურგეთიდან 9 კმ., ქვემო მაკვანეთიდან 3 კმ. სოფელში გავრცელებულია მეფუტკრეობა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში ადრე ხდებოდა კირის მოპოვება და შემორჩენილია ტოპონიმი „ნაკირევი“. გოგიეთი ეკუთვნოდათ აზნაურ იორაშვილებს.[2] ისტორიულად შედიოდა შემოქმედის სასოფლო საზოგადოებაში. შემოქმედის ეკლესიაშივე ინახებოდა გოგიეთიდან წაღებული წმინდა დიმიტრის ხატი.[3] სოფელში იდგა ეკლესია, რომელიც ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილია იატაკის და საკურთხევლის ნაწილი, ასევე ქვის ჯვრები, ოთკუთხა თლილი ქვის ფრაგმენტები. ეკლესიის დანარჩენი ნაწილი ხის იყო, ის დაშალეს 1930-იან წლებში და ააშენეს სკოლა, რომელიც ასევე აღარ არის შემორჩენილი.[4]
ბაზიერების გორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში არის ადგილი ბაზიერების გორა, სადაც დგას გურიაში ცნობილი ბაზიერების მემორიალი. ნადირობის სეზონის გახსნის წინ იქ იკრიბებიან ბაზიერები და აღნიშნავენ სეზონის გახსნას.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 130 | ||
2014 | ![]() |
81 | 70 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 197.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 62.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ გაზეთი „ალიონი“ N41 გვ. 7 — 31 ოქტომბერი, 2018 წ.
- ↑ ბაქრაძე, დ . [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, გვ. 104, 113.
- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი
|