ქვემო ნატანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ქვემო ნატანები
Natanebi School.jpg
ნატანების სკოლა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნატანები
კოორდინატები 41°55′46″ ჩ. გ. 41°48′14″ ა. გ. / 41.92944° ჩ. გ. 41.80389° ა. გ. / 41.92944; 41.80389
ადრეული სახელები ჯიშკლოვანი, შავა
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 3099 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ქვემო ნატანები — საქართველო
ქვემო ნატანები
ქვემო ნატანები — გურიის მხარე
ქვემო ნატანები

ქვემო ნატანები — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ნატანების თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო ნატანები, ზემო ნატანები, შეკვეთილი). მდებარეობს შავი ზღვისპირა დაბლობზე, ზღვის დონიდან 10 მ.-ზე, ოზურგეთიდან 18 კმ.

სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზისა და ნატანები-ოზურგეთის ხაზების გადაკვეთაზე[1]. გადის საავტომობილო გზა ურეკი-ოზურგეთი. სოფელში მისდევენ მეციტრუსეობას, მეთხილეობას. სოფელში არის საფეხბურთო სტადიონი, სპორტის სასახლე, ჭიდაობის კლუბი, საჯარო სკოლა[2], წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი, საზოგადოებრივი ცენტრი. ქვემო ნატანების უბნებია: შავა, ლეკურა, საკუპრე, ახალშენი, ნაფოცხვარა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი ქვემო ნატანების ტერიტორიაზე დასახლების გაჩენა უკავშირდება XIX საუკუნეში თბილისი-ბათუმის რკინიგზის ხაზზე სადგურის გაჩენას. სადგურს ეწოდა ნატანები მდინარე ნატანების გამო. ტერიტორია შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1910-იანი წლების ბოლოდან ნატანები იხსენიება როგორც სოფელი. 1951 წელს უბან შავაში მოეწყო ნატანების სასოფლო საბჭოს ცენტრი. 1953 წელს აშენდა ნატანების კოლმეურნეობის კანტორის შენობა, რასაც მოჰყვა კულტურის სახლი. სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ტუნგის საშრობი ფარდული, დაწყებითი, რვაწლიანი და საშუალო სკოლები, ბიბლიოთეკა. 1983 წელს სოფელში გაიხსნა სპორტის სასახლე. 1999-2002 წლებში სოფლის ცენტრში აშენდა წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 3 750
2014 Decrease2.svg 3 099 1500 1599

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]