შინაარსზე გადასვლა

ხვარბეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ხვარბეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მერია
კოორდინატები 41°57′13″ ჩ. გ. 41°54′42″ ა. გ. / 41.95361° ჩ. გ. 41.91167° ა. გ. / 41.95361; 41.91167
ფართობი 7,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 673[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 89,7 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,85 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხვარბეთი — საქართველო
ხვარბეთი
ხვარბეთი — გურიის მხარე
ხვარბეთი
ხვარბეთი — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ხვარბეთი

ხვარბეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერიის თემში (სოფლები: მერია, ნაღობილევი, ჭახვათა, ხვარბეთი). მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 9 კმ, მერიიდან 3 კმ. სოფელში არის ეკლესია.

ხვარბეთში მოპოვებულია ქვედა პალეოლითის პერიოდის არქეოლოგიური მასალა.[2]

გვიან ფეოდალურ ხანაში ხვარბეთს ფლობდნენ აზნაური ქარცივაძეები.[3] 1883 წელს გაიხსნა ხვარბეთის სასოფლო საზოგადოების ერთკლასიანი სკოლა სოფელ გოგორეთში.[4] 1902 წელს ხვარბეთის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა სამ სოფელს: ხვარბეთი, გოგორეთი და ახალსაყდარი. მოსახლეობის რაოდენობა იყო 2766.

1905 წლის 25 მარტს სოფელში შევიდა გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის სამხედრო კორპუსი, გაჩხრიკა, გაძარცვა და დააპატიმრა მოსახლეობა.[5]

1921 წელს ხვარბეთის საზოგადოება ნატანების რაიონში შედიოდა.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 845
1911[7] 640
2002 865
2014 673 323 350

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ვაშაკიძე ნ. გურიანთის ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები, სდსძ II, 1971
  3. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 165.
  4. Кавказский календарь; თბილისი, 1890 წელი, ჩანაწერი გვ. 129 (457)
  5. ცნობები გურიის ცხოვრებიდან // მოგზაური : ჟურნალი, 17 აპრილი, 1905, № 14.
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год