მზიანი
| სოფელი | |
|---|---|
|
მზიანი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | გურიის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ასკანა |
| კოორდინატები | 41°58′45″ ჩ. გ. 42°09′30″ ა. გ. / 41.97917° ჩ. გ. 42.15833° ა. გ. |
| ადრეული სახელები | ფიჩხისჯვარი |
| ფართობი | 6 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 160 მ |
| მოსახლეობა | 263[1] კაცი (2014) |
| სიმჭიდროვე | 43,8 კაცი/კმ² |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
მზიანი (ყოფ. ფიჩხისჯვარი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასკანის თემში (სოფლები: ასკანა, დაბალი ეწერი, მზიანი). მდებარეობს მდინარე ყურეფას მარცხნივ, ზღვის დონიდან 160 მ. ასკანიდან 6 კმ., ოზურგეთიდან 20 კმ. მოსახლეობა ძირითადად მისდევს მეთხილეობას, მეცხოველეობასა და მეფრინველეობას, მოქმედებს მზიანის ჩაის ფაბრიკა. სოფელში დაიბადა პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი ვლადიმერ ჟღენტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ძველი სახელია ფიჩხისჯვარი. 1922 წლის 26 მაისს სოფელ ფიჩხისჯვრის ცენტრში, ეკლესიის გალავანში გაიმართა მიტინგი ასკანის, ნაგომრის და ხიდისთავის მოსახლეობის მონაწილეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მიტინგი საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.[2][3] 1929 წელს დაიხურა სოფლის ეკლესია და მსახურება შეწყვიტა მღვდელმა ერმალო ჯაველიძემ.[2]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1908[4] | 233 | ||
| 2002[5] | 197 | 195 | |
| 2014[1] | 122 | 141 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 659.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- 1 2 თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 256, 285, 558, ISBN 978-99940-28-77-1.
- ↑ გოგიბერიძე ს., „ბრძოლა სამშობლოსთვის“, თბ., 1991. — გვ. 19-20.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| |||||||||||||