ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
GR-chokhatauri-ka.svg

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დროშა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ჩოხატაური

რეგიონი

გურიის მხარე

სიმჭიდროვე

29,2 [1] კაცი/კმ²

ფართობი

825.1 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

19 001 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.5%
რუსები 0.3%
სომხები 0.1%
ოსები 0.1%[2]

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გურიის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში, 1930-1963 წლებში - ცალკე რაიონი იყო, 1963-1964 წლებში შედიოდა მახარაძის რაიონში, 1965-დან ცალკე რაიონია. 2006 წლიდან ეწოდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დამეგობრებულია ლიტვის პასვალისის რაიონთან.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება სამტრედიისა და ვანის, აღმოსავლეთით — ვანის, სამხრეთით — ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით — ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი მთაგორიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია მესხეთის ქედი და მისი შტოქედები. ძირითადი მდინარეა სუფსისა მისი შენაკადებით: ბარძიმისწყალი და გუბაზოული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ბახვისწყლის, აგრეთვე ხევისწყლის ზემო ხეობა. გავრცელებულია წითელმიწა და ალუვიური ნიადაგები, ტერიტორია - 825 კვ.კმ. ტერიტორიის 60% ზეგნებსა და მთებს უკავია. ტყეებს 34772 ჰა უკავია. მწვერვალი მეფისწყარო მდებარეობს ზღვის დონიდან 2850 მეტრზე, კურორტი ბახმარო 1926 მეტრზე.

მდინარე სუფსისპირა დაბლობ ვაკეზე განვითარებულია ალუვიური, ხოლო ტერასებზე — სუბტროპიკული ეწერი ნიადაგები. გორაკ-ბორცვიან ზონაში განვითარებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები. მთებში ძირითადია ტყის ყომრალი ნიადაგები. მაღალმთიანეთში გვხვდება კორდიანი და კორდიან-მთის მდელოს ნიადაგები, ციცაბო ადგილებში ძლიერ ხირხატიანი ნიადაგებია.

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური საღებავები, პირიტი, საშენი ქვები, სააგურე და საკერამიკე მიწა. აგრეთვე მინერალური წყლები (ნაბეღლავი, კოხნარი, ზოტი).

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარეული საფარი სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. კოლხური ტიპის ტყეების დიდი ნაწილი ვაკესა და გორაკ-ბორცვებზე ამჟამად არ არსებობს. მთის კალტებზე ტყის შემქმნელი მთავარი ჯიშებია: წიფელი, მუხა, წაბლი, სოჭი, ჭადარი, რცხილა, თხემლა. ქვეტყის სახით გავრცელებულია შქერი, წყავი, ბზა, მოცვი, თხილი. 600-700 მეტრზე ზემოთ გაბატონებულია წიფელი, რომელსაც სიმაღლის მმატებასთან ერთად ერევა სოჭი და ნაძვი. 1500-1600 მეტრიდან ჭარბობს ნაძვისა და სოჭის ტყეები. ტყის სარტყლის ზემოთ მდელოები და ბუჩქნარებია, რომლებსაც სათიბ-საძოვრებად იყენებენ. სოფელ ჩხაკოურის მოდამოებში რელიქტური პონტური მუხის კორომია.

მთის ტყიან ზოლში ბინადრობს შველი, არჩვი, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, დათვი, მელა, მაჩვი, ტურა; ფრინველებიდან კოდალა, ჩხიკვი, ტყის ქათამი, შაშვი, ქორი. მდინარეებში გავრცელებულია კალმახი, ღორჯო, წვერა, ქაშაყი, ლოქო, ქორჭილა და სხვ.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი სუბტროპიკულია. ჰავა ხასიათდება სიმაღლებრივი ზონალურობით. ბარში 500-600 მეტრამდე ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, მტებში ნოტიო, მაგრამ ზომიერად თბილი და გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12°C, მაღალ მთაში 0-4°C. წელიწადში საშუალოდ 1500-1870 მმ ნალექი მოდის. მდგრადი თოვლის საფარი მთაში 5-6 თვეს გრძელდება.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობა მუნიციპალიტეტში არის 24 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 29 კაცი კვ.კმ-ზე. ცხოვრობენ ქართველები. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ გურულები, ასევე ცხოვრობენ აჭარლები. მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, გარკვეული ნაწილი - მუსლიმი. მუნიციპალიტეტში 61 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 60 სოფელი.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939| 34549 17083 17466
1959 30662 Decrease2.svg 13887 16775
1970 29594 Decrease2.svg 13706 15888
1979 28157 Decrease2.svg 13173 14984
1989 26595 Decrease2.svg 12574 14021
2002 24118 Decrease2.svg
2014 19001 Decrease2.svg

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში ეკონომიკის წამყვანი დარგი მეჩაიეობა იყო. ფუნქციონირებდა ჩაის 4 ფაბრიკა სხვა დარგებიდან აღსანიშნავი იყო მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მევენახეობა (განსაკუთრებით ხევისწყლის ხეობის სოფლებში, სადა მოქმედებდა ღვინის ქარხანა), მეცხოველეობა.

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მევენახეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საწარმოები არ არის, გარდა მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ ჩამოსასხმელი ქარხნისა. ფუნქციონირებს სამთო-კლიმატური კურორტები ბახმარო და ნაბეღლავი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა სამტრედია-ქობულეთი - 25 კმ-იანი მონაკვეთი.

განათლება და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 32 საჯარო სკოლაა, რომელშიც 2816 მოსწავლე სწავლობს. მოქმედებს 14 საბავშვო ბაღი, 33 ბიბლიოთეკა, ჩოხატაურის სახალხო თეატრი და 4 მუზეუმი: მხარეთმცოდნეობის, ნიკო მარის, მოსე გოგიბერიძის, ნოდარ დუმბაძის.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის მთავარი ღირსშესანიშნაობა მის ტერიტორიაზე არსებული მონასტრებია. გურიის უდაბნოს მონასტერი კლდეში ნაკვეთი ეკლესიისგან და XIX საუკუნის დარბაზული ეკლესიის ნანგრევისგან შედგება. ერეთის დედათა მონასტერში კი IX საუკუნის ფრესკებია შემორჩენილი. XIX საუკუნის დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი ასევე სოფელ შუბანში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2 ციხე-სიმაგრეა: ღომის ციხე სოფელ ზოტში და ბუკისციხე, რომელსაც „თამარის ციხესაც“ უწოდებენ. საერო არქიტექტურის ნიმუშია გორაბერეჟოულის ტერიტორიაზე მდგარი XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი და ერისთავების სასახლე, რომელიც, XIX საუკუნით თარიღდება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: