არდონი (მდინარე)
იერსახე
| არდონი ოს. Æрыдон | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ჩრდილოეთი ოსეთი |
| სათავე |
კავკასიონი 42°41′36″ ჩ. გ. 43°58′30″ ა. გ. / 42.69333° ჩ. გ. 43.97500° ა. გ. |
| შესართავი |
თერგი 43°14′18″ ჩ. გ. 44°18′52″ ა. გ. / 43.23833° ჩ. გ. 44.31444° ა. გ. |
| სიგრძე | 102 კმ |
| აუზის ფართობი | 2700 კმ² |
|
| |
არდონი (ოს. Æрыдон) — მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, თერგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 102 კმ, აუზის ფართობი 2,7 ათ. კმ². სათავე აქვს კავკასიონის მყინვარებში. ქალაქ ალაგირის ქვემოთ მოედინება ჩრდილოეთ ოსეთის ვაკეზე. იყენებენ სარწყავად. არდონის ხეობაში გადის ოსეთის სამხედრო გზა. მდინარის აუზშია სადონის ტყვიათუთიის საბადოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 559.
| ||||||||