ზაჰესის პეტრე მოციქულის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზაჰესის პეტრე მოციქულის ეკლესიაეკლესია დგას ზაჰესის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 მეტრზე, გორაკზე. სტილისტური ნიშნებით მიეკუთვნება გარდამავალ პერიოდს.

ეკლესია დარბაზულია (11 X 6,7 ), ნაგებია ქვიშაქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა კარი შიგნით და გარეთ არქიტრავით არის გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. აფსიდის წინ 0,4 მეტრზე ქვის კანკელი დგას (შემორჩენილია 1 მეტრის სიმაღლეზე). კამარის შეკიდული საბჯენი თაღი აგურისაა. იგი ქვის კრონშტეინებს ეყრდნობა. კონქის და კამარის ზედა სივრცე შენობის მთელ სიგრძეზე შეკრულია პილასტრებით, რომლებიც სახურავის კეხის საბჯენის როლს ასრულებენ. ეკლესიის თაროსებრ ლავგარდანს ჰორიზონტალური შემონაკეცები ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]