მადრიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მადრიდი
Madrid
CollageMadrid.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
სტატუსი დედაქალაქი
რეგიონი მადრიდი
კოორდინატები 40°23′ ჩ. გ. 3°43′ დ. გ. / 40.383° ჩ. გ. 3.717° დ. გ. / 40.383; -3.717
დაარსდა X საუკუნე
ფართობი 607 კმ²
სიმაღლე 667
მოსახლეობა 3,228,359 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 5,198 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +34 91
საფოსტო ინდექსი 28001-28080
ოფიციალური საიტი http://www.munimadrid.es

მადრიდი მდებარეობა ესპანეთი

Red pog.svg

მადრიდი (ესპანურად Madrid) — ესპანეთის დედაქალაქი, აგრეთვე, იმავე სახელის მქონე ავტონომიური ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის უმსხვილესი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრი.

ქალაქის მოსახლეობა— 3,248 000 მლნ მცხოვრები. (2005) ქალაქი პირენეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. დიდი მადრიდი 1,2 ათას ჰექტარზე გადაჭიმულ აგლომერაციას წარმოადგენს. ქალაქის ფართობი კი 607 კვადრატული მეტრია, რომელიც 21 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს. ქალაქი მსხილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც სარკინიგზო, ისე ჩქაროსნული გზატკეცილების თვალსაზრისით, აქვეა მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი.

მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება[რედაქტირება]

დედაქალაქი ესპანეთში მოსახლეობით პირველ ადგილზე დგას და იმიგრანტების ხარჯზე დღითი-დღე იზრდება. სახელმწიფო ენა ესპანურია, ამას გარდა, ქალაქის მოსახლეობა კატალონიურს, ბასკურსა და გალიციურსაც იყენებს. მადრიდის ქუჩებში ასევე შესაძლებელია არაბული, თურქული და სხვა აზიური ენების მოსმენა. მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკეა.

ქალაქის მოკლე ისტორია[რედაქტირება]

მადრიდი სილებესის მოედანი

ძველი თქმულებით, ქალაქი (მდინარე ტიბრის ღმერთის) ტიბერინის ვაჟმა, ანტიკურმა გმირმა ოკნიმ დააარსა. მდინარე მანსანარესის სანაპიროზე თავდაპირველად მანტუის ციხესიმაგრე აშენდა. არის ვერსია, რომლის მიხედვითაც მადრიდის სახელწოდება კელტური მაგერითიდან მოდის - დიდი ხიდი (არაბული დაპყრობის შემდეგ დამახინჯებული ფორმა მაჯირითი). ქალაქი იმავე სახელწოდების სიმაგრის ირგვლივ გაშენდა , რომელიც პირველად 932 წელს იხსენიება. 1083 წლისთვის მადრიდი მეფე ალფონს IV-მ დაიპრყრო. ქალაქის განვითარება 1561 წლამდე, ანუ სანამ მეფე ფილიპე II სამეფოს დედაქალაქად გადააქცევდა, ძირითადად, არაბებისა და ესპანელების ურთიერთობაზე იყო დამოკიდებული, რომლებიც ხან ერთმანეთს ებრძოდნენ, ხან კი მშვიდონიანად თანაცხოვრობდნენ. ქალაქის განვითარების ინტენსიურ პერიოდად 1570-1670 წლები სახელდება. XVI საუკუნის ბოლოს ქალაქში 50 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, როცა რომ, კარლ V ჰაბსბურგის დროს ორჯერ მეტი. ფილიპე IV-ის მეფობისას ქალაქის რიგით მეოთხე კედელი აშენდა. მეთვრამეტე საუკუნეშე ესპანეთის გვირგვინი ბურბონების ხელში გადავიდა. ფილიპე V-ის დროს 1734 წელს გადამწვარი ალკასარის სასახლის ადგილას დაიწყო ახალი სამეფო სასახლის Palacio Real-ს მშენებლობა. მეფე კარლ III შემდეგ მადრიდი ნამდვილი ევროპული დედაქალაქია. მეფის ბრძანებით მოწვეულ იქნენ ისეთი არქიტექტორები, როგორებიცაა საბატინი, მარკე, ვენტურა როდრიგესი, ხუან დე ვილიანუზვა და სხვები. ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, განათდა და ვიტრაჟებით გამდიდრდა ქალაქის ქუჩები. მადრიდმა ნეოკლასიკური იერი მიიღო. ამის მიუხედავად, ქალაქის მოსახლეობის ზრდა შემცირდა. 1808 წელს ქალაქს ფრანგები დაეპატრონნენ (ნაპოლენის შეჭრა). ამავე წლის მაისში ფრანგების წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო, რაც ოკუპანტებმა უხეშად ჩაახშვეს. ეს ეპიზოდი, კერძოდ, აჯანყებულთა დახვრეტა, გოიას ერთ-ერთი ტილოზეა ასახული. დედოფალ იზაბელას დროს ქალაქი დიდი სისწრაფით გაიზარდა, შედეგად, ქალაქის თითქმის ყველა კარიბჭის ჩამოხსნა გახდა აუცილებელი. ჩვენს დრომდე მოაღწია მხოლოდ ტოლედოსი და ალკალას კარიბჭეებმა. ქალაქის სერიოზული გარდაქმნა მე-20 - 21-ე საუკუნეების მიჯნაზე მოხდა.ძველის ადგილას, ახალი, ფართო ქუჩები და ბულვარები გაიყვანეს, აშენდა მოდერნის სტილის ბევრი შენობა.

1975 წელს, ფრანკოს სიკვდილის შემდეგ, ქვეყანაში ბურბონების მესამე რესტავრაცია მოხდა და ტახტზე ავიდა ამჟამინდელი მმართველი ხუან კარლოს I. მადრიდში იწყება მოძრაობა ”მოვიდა” - სუბკულტურების და კინოსი და თეატრის ახალ მოღვაწეთა სწრაფი ზრდა. 90-იან წლებში ქალაქში ხელოვნების ორი მუზეუმი გაიხსნა - დედოფალ სოფიასი და ტისენ ბორნემსისა. 2004 წელს მადრიდში ერთდროულად რამდენიმე აფეთქება მოხდა ვაგზლებზე, რომელშიც ალ-ყაიდას ადანაშაულებენ. 11 მარტის მოვლენები ნიუ-იორკის 11 სექტემბრის ტერაქტის ანალოგად სახელდება. დაღუპულთა პატივსაყოფად ქალაქში აღიმართა მემორიალი ”გარდაცვლილთა ტყე”.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ინდუსტრიული ცენტრების ქალაქგარეთ გატანის მიუხედავად, მადრიდი ბარსელონას შემდეგ მაინც მეორე ადგილზეა ესპანეთში ეკონომიკური მნიშვნელობით. ბოლო ხანებში მკვეთრად გაიზარდა აეროპორტ ბარახასის როლი ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში. დიდი სისწრაფით იზრდება რკინიგზის გაფართოებისთვის მიმდინარე სამუშაოები. ამისდა მიუხედავად, მადრიდი, ისევე როგორც მთელი ესპანეთი, ევროპაში ახალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით ერთობ ჩამორჩენილია. ქალაქგარეთ რამდენიმე ავტოქარხანაა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ესპანეთში საკმაოდ მაღალია ინფლაცია. 1998 წლიდან ფასებმა საცხოვრებელ ფართზე 150 %-ით იმატა, რასაც ევროს შემოღებამაც შეუწყო ხელი. მადრიდი ტურისტულ ბიზნესს წარმატებით ავითარებს და ქვეყანაში ყველაზე მეტჯერ მონახულებად ტურისტულ ქალაქად მიიჩნევა.

Calle de Alcalá (Madrid) 02.jpg

ტრანსპორტი[რედაქტირება]

ქალაქში საავტობუსო მარშრუტების ქსელი და 1919 წლიდან მეტროპოლიტენი მოქმედებს, რაც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება და ქალაქის ცენტრს მეორე სარკალო ხაზით სამხრეთით მდებარე სამრეწველო რაიონებთან აერთებს. ამჟამად, მადრიდის მეტროს დამატებად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ტრამვაის ხაზი, რომელიც 35 წლის შემდეგ ხელახლა გაიხსნა უკვე ”მსუბუქ მეტროდ” წოდებული, რომელიც ტრამვაის დაბალვოლტიან Citafdis 302 ვაგონებს იყენებს.

მოქმედებს ელექტრომატარებელთა ქსელი, არის ორი სადგური - ატოჩა და ჩამატრინი. მადრიდის მეტროპოლიტენი ევროპაში მესამე ადგილზეა ხაზების სიგრძით ლონდონისა (415 კმ) და მოსკოვის (288 კმ) მეტროების შემდეგ. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბარახასის საერთაშორისო აეროპორტია 4 ტერმინალით. საჰაერო კარიბჭე ყოველწლიურად 40 მლნ მგზავრს ემსახურება და მსოფლიოს 20 ყველაზე მსხვილ აეროპორტთა შორის სახელდება.

კლიმატი[რედაქტირება]

წლიური ამინდი — მადრიდი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 9.7 (49) 12.0 (54) 15.7 (60) 17.5 (64) 21.4 (71) 26.9 (80) 31.2 (88) 30.7 (87) 26.0 (79) 19.0 (66) 13.4 (56) 10.1 (50) 19.4 (67)
საშუალო დაბალი °C (°F) 2.6 (37) 3.7 (39) 5.6 (42) 7.2 (45) 10.7 (51) 15.1 (59) 18.4 (65) 18.2 (65) 15.0 (59) 10.2 (50) 6 (43) 3.8 (39) 9.7 (49)
ნალექი სმ (დუიმი) 3.7 (1.5) 3.5 (1.4) 2.6 (1) 4.7 (1.9) 5.2 (2) 2.5 (1) 1.5 (0.6) 1.0 (0.4) 2.8 (1.1) 4.9 (1.9) 5.6 (2.2) 5.6 (2.2) 43.6 (17.2)
წყარო: მსოფლიო მეტეოროლოგიური სადგური (გაერო)[1]

სქოლიო[რედაქტირება]

მადრიდის საქმიანი უბანი 2008 წლის თებერვალში