მუდეხარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუდეხარების არქიტექტურა არაგონიაში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Teruel - Torre de la catedral.JPG
ტაძრის კოშკი, არაგონის მუდეხარის ათ მონუმენტთაგან ერთ-ერთი
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 378
გაფართოება 2001 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 378
რუს.ინგლ.ფრ.

მუდეხარი (ესპ. mudéjar, არაბულიდან مدجّن‎ [mudaǧǧan] — მოშინაურებული, შინაური) — მუსლიმანური მოსახლეობა, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულზე დარჩა ესპანეთის მიერ არაბების განდევნის შემდეგ; ასევე თვითმყოფადი სტილი XII-XVI საუკუნეების ესპანეთის არქიტექტურაში, ფერწერასა და დეკორატიულ ხელოვნებაში (განსაკუთრებით არაგონსა და კასტილიაში), რომლებზეც ძლიერი გავლენა იქონია მავრიტანულმა გემოვნებამ და ხელოსნობამ.

1492 წლის იანვარში გრანადის დაცემის შემდეგ მუდეხარებმა გარკვეული დროით საკუთარი დამოუკიდებელი რელიგიური სტატუსი შეინარჩუნეს. თუმცა XVI საუკუნის შუა წლებში ისინი იძულებული იყვნენ ქრისტიანობაზე გადასულიყვნენ. იმ დროიდან მათ მორისკოებს ეძახდნენ, ვინაიდან ეჭვები მათ სრულ მოქცევაზე მაინც რჩებოდა. 1610 წელს ისინი, ვინც უარი თქვა ქრისტიანობაზე გადასულიყო, ქვეყნიდან გააძევეს. გამორჩეული მუდეხარის სტილი დღემდე შესამჩნევია რეგიონულ არქიტექტურაში, მუსიკაში, ფერწერაში და ხელოსნობაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]