|
ქალაქი
გიმარაინში
Guimarães
| დროშა |
გერბი |
 |
 |
|
გიმარაინში (პორტ. Guimarães; [gimɐˈɾɐ̃ĩʃ]) – ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტუგალიაში. მდებარეობს პორტუგალიის ეკონომიკურ-სტატისტიკურ ჩრდილოეთ რეგიონში. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრ ბრაგიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კილომეტრზე. 2006 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 52 200 ადამიანი.
ქალაქი დააარდა 1096 წელს. გიმარაინშს უწოდებენ პორტუგალიის აკვანს. სწორედ ამ ადგილზე 1128 წლის 24 ივნისს პორტუგალიის მეფემ აფონსო I დაამარცხა საკუთარი დედა ტერეზა ლეონელი და ლეონის სამეფოსაგან გამოაცხადა პორტუგალიის საგრაფოს დამოუკიდებლობა. აქვე, 1139 წლის 26 ივლისს, მავრებზე გამარჯვების შემდეგ აფონსო I თავი პორტუგალიის სამეფოს მეფედ გამოაცხადა.
2001 წლიდან ქალაქის ცენტრალური ისტორიული ნაწილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
2008 წელს კი ქალაქი გამოაცხადეს 2012 წლის ევროპის კულტურული დედაქალაქად[1].