ევროპის კავშირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპის კავშირი
ეკ დროშა
ევროკავშირის დროშა
დევიზი In varietate concordia
(ერთიანობა მრავალფეროვნებაშია)
ჰიმნი Ode an die Freude
EU28-2013 European Union map.svg
ევროკავშირის წევრი ქვეყნები 
ოფიციალური ენები 
პოლიტიკური ცენტრები ბელგიის დროშა ბრუსელი
საფრანგეთის დროშა სტრასბურგი
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
ნიდერლანდის დროშა ჰააგა
გერმანიის დროშა მაინის ფრანკფურტი
ევროკომისიის პრეზიდენტი პორტუგალიის დროშა ჟოზე მანუელ ბაროზუ
ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის დროშა იეჟი ბუზეკი
ევროკავშირის საბჭოს
თავმჯდომარე სახელმწიფოები
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
( 2009 წლის, 1 იანვრიდან )
ევროპის კავშირის საბჭოს
თავმჯდომარე
ჩეხეთის დროშა მირეკ ტოპოლანეკი
( 2009 წლის, 1 იანვრიდან )
ფართობი
 — საერთო
მე–7 მსოფლიოში *
4 892 685 კმ²
მოსახლეობა
 — საერთო (2007)
 — სიმჭიდროვე
მე–3 მსოფლიოში *
500 852 385
116,4 კ/კმ²
დაარსდა
ხელი მოეწერა
ძალაში შევიდა
მაასტრიხტის ხელშეკრულება
7 თებერვალი 1992
1 ნოემბერი 1993
კავშირის ვალუტები
სასაათო სარტყელი UTC დან 0 +2
-მდე
ზედა დონის დომენი .eu
მეორე დონის — .eu.int
ოფიციალური ვებ–გვერდი http://europa.eu/
* თუ განვიხილავთ საერთოდ

ევროპის კავშირი (ინგლისურად - European Union, ფრანგულად - Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი - ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლისურად - European Community, ფრანგულად - Communauté européenne) ერქვა. მისი წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 3.892 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა - 455 მლნ. ერთობლივი ეროვნული პროდუქტისა და საგარეო ვაჭრობის მასშტაბებით ევროპის კავშირი წინ უსწრებს აშშ-ის და იაპონიას.

ევროკავშირის შექმნა[რედაქტირება]

ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი - ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უსაფრთხოება იყო.

დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.

იხ. ევროპულის ინტეგრაციის ქრონოლოგია

ევროკავშირის ლეგალური საფუძველი[რედაქტირება]

ევროპის კავშირი აგებულია ევროპული თანამეგობრობის ურთიერთობების მთელი ერთობლიობის საფუძველზე:

ევროპის კავშირში ინტეგრაციული პროცესების მთავარი მიზნები განსაზღვრულია სხვადასხვა დოკუმენტებით:

ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტი დღეისათვის არის 2003 წლის ”მიერთების შეთანხმება” (Treaty of Accession), რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლია 1 მაისს. ზემოთაღნიშნული შეთანხმებებით განსაზღვრული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ვალდებულებები ჩამოყალიბდა ერთიან დოკუმენტში, ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტში, რომლის მიღების პროცედურა ამჟამად მიმდინარეობს.

იხ. ევროპის კონსტიტუცია

ევროკავშირის კომპეტენციები[რედაქტირება]

ევროკავშირი არის მრავალსექტორიანი ინტეგრაციის განვითარებული ფორმა, რომლის კომპეტენცია ვრცელდება ევროპის 28 სახელმწიფოს ეკონომიკაზე, მრეწველობაზე, მოქალაქეთა უფლებებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ევროპულ ხელშეკრულებათა დადებისას წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტის ნაწილს გადასცემდნენ იმ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს , რომლებიც იცავენ ეროვნულ და საერთო ინტერესებს. ევროკავშირის გამგებლობაშია, კერძოდ, საერთო ეკონომიკური ბაზარი, საბაჟო კავშირი, ერთიანი ვალუტა, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და სხვა.

ევროკავშირის ინსტიტუტები[რედაქტირება]

ტრადიციული საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ევროპის კავშირს განასხვავებს მისი უნიკალური ინსტიტუციური სტრუქტურა. შექმნილია დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლების ავსებენ ერთიმეორეს და ყოველ მათგანს გარკვეული როლი აკისრია გადაწყვეტილებათა მირების პროცესში.

ევროპის კავშირის სისტემის საერთო ორგანოები და ინსტიტუტები:

ევროპის კავშირის საბჭო

ევროკავშირის საფინანსო ორგანიზაციები:

ევროკავშირის სხვა დამხმარე ორგანოები:

ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებშია განთავსებული: ბრიუსელი (ბელგია), სტრასბურგი (საფრანგეთი), ლუქსემბურგი (ლუქსემბურგი), მაინის ფრანკფურტი (გერმანია). ევროკავშირს ოფიციალური პოლიტიკური ცენტრი არა აქვს, თუმცა დე-ფაქტო ”დედაქალაქად” ბრიუსელი ითვლება.

ევროკავშირის სიმბოლოები[რედაქტირება]

ევროკავშირის წევრები[რედაქტირება]

ევროკავშირის დამფუძნებელი სახელმწიფოები:

EU MAPjan2007.png

  ევროკავშირის წევრები
  კანდიდატები

ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები:

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები:

ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პლურალისტურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, გააჩნია გამართული და კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა, იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: