ესპანეთის სახალხო პარტია
|
Partido Popular |
||
|---|---|---|
|
||
| ლიდერი | მარიანო რახოი | |
| დაფუძნდა | 9 ოქტომბერი, 1976 (AP) 20 იანვარი, 1989 (PP) |
|
| იდეოლოგია | კონსერვატიზმი, ქრისტიან-დემოკრატია | |
| ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სახალხო პარტია | |
| საერთაშორისო აკრედიტაცია | საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი | |
| ფერები | ნარინჯისფერი, ლურჯი | |
| შტაბ-ბინა | Calle Genova, 13 მადრიდი | |
| დეპუტატთა კონგრესი |
186 / 350
|
|
| ესპანეთის სენატი |
159 / 261
|
|
| ევროპის პარლამენტი |
23 / 50
|
|
|
|
||
ესპანეთის სახალხო პარტია (ესპ. Partido Popular; PP) - მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის პოლიტიკური პარტია ესპანეთში, დაარსდა 1976 წლის 9 ოქტომბერს და ეწოდა სახალხო ალიანსი (ესპ. Alianza Popular; AP). მისი პირველი ლიდერი იყო მანუელ ფრაგა. დღევანდელ სახელწოდებას ატარებს 1989 წლის 20 იანვრიდან. მმართველი პარტია იყო 1996-2004 წწ. 1990-2004 წწ პარტიის ხელმძღვანელის და 1996-2004 წწ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა ხოსე მარია ასნარს. 2004 წელს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება განაპირობა არჩევნებამდე 3 დღით ადრე მადრიდის ქუჩებში მომხდარმა ტერაქტმა. პარტიის ახალ ხელმძღვანელად 2004 წელს აირჩიეს მისი დღევანდელი ლიდერი მარიანო რახოი. პარტია ოპოზიციაში იყო 2004-2011 წლებში. 2008 წლის არჩევნების შედეგად 154 დეპუტატი ჰყავს კორტესში და 24 დეპუტატი ევროპარლამენტში.
2011 წლის არჩევნებში პარტიამ 44.62% ხმით დაიკავა პირველი ადგილი და დეპუტატთა კონგრესში დაიკავა 186 ადგილი[1].
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Partido Popular official site
- Official page of People's Party of Spain on the European People's Party website
