საფოსტო ინდექსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სსრკ-ის მარკა (1977): წერილი და საფოსტო ინდექსის კონვერტზე დაწერის ნიმუში

საფოსტო ინდექსი — ასოების ან ციფრების თანმიმდევრობა, რომელიც ემატება საფოსტო მისამართს კორესპონდენციის სორტირების, მათ შორის ავტომატურის, გამარტივების მიზნით. ამჟამად ეროვნული საფოსტო სამსახურების უმეტესობა საფოსტო ინდექსებს იყენებს.

გამოყენება[რედაქტირება]

სხვადასხვა ქვეყნების საფოსტო სამსახურები ძირითადად იყენებენ საფოსტო ინდექსის გაფორმებისა და განთავსების სხვადასხვა წესებს.

ინგლისურენოვანი ქვეყნების უმეტესობაში საფოსტო ინდექსი დასახლებული პუნქტის სახელწოდების შემდეგ იწერება, ხოლო ევროპაში საფოსტო ინდექსი, ძირითადად, წინ უძღვის დასახლებული პუნქტის სახელწოდებას და ზოგჯერ შეიცავს ქვეყნის ანბანურ კოდს. ამგვარად, მაგალითად, ევროპის კავშირის ქვეყნებში იწერება ერთ-ორასოიანი კოდი (ზედა დონის ასოებით) :

D-80331 München — გერმანია

A-1010 Wien — ავსტრია

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, საფოსტო ინდექსი კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონს ენიჭება, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, საფოსტო ინდექსი შეიძლება მიენიჭოს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც კორესპოდენციების დიდი რაოდენობა აქვს (სამტავრობო ორგანიზაციებს, მსხვილ კომპანიებს და ა.შ.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]