რიგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
რიგა
Rīga
Riian vanhakaupunki.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
სტატუსი დედაქალაქი
კოორდინატები 56°58′ ჩ. გ. 24°08′ ა. გ. / 56.967° ჩ. გ. 24.133° ა. გ. / 56.967; 24.133
ქალაქის მერი ნილ უშაკოვი
ფართობი 307.17 კმ²
სიმაღლე 7
მოსახლეობა 699,203 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2,300 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +371 67
საფოსტო ინდექსი LV-10(01-84)
ოფიციალური საიტი http://www.riga.lv

რიგა მდებარეობა ლატვია

Red pog.svg

რიგა (ლატვ. Rīga) — ლატვიის დედაქალაქი, მდებარეობს მდ. დაუგავას ბალტიის ზღვის შესართავთან, კოორდ. 56°58′N 24°8′E. რიგა ბალტიის ქვეყნების უდიდესი ქალაქია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული, საგანმანათლებლო, საფინანსო, კომერციული და ინდუსტრიული ცენტრია ბალტიის რეგიონში.

რიგის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვირეობის ძეგლთა სიაში შეტანილი. ქალაქი განსაკუთრებით გამოირჩევა ინტენსიური არტ-ნუვო (გერმ. Jugendstil) არქიტექტურით და მას ამ მხრივ მხოლოდ ვენა, პრაღა და ბარსელონა თუ შეედრებიან.

ისტორია[რედაქტირება]

რიგის კათედრალის თავი მოჩანს მის ვიწრო ქუჩებს შორის

რიგა მდებარეობს ლივსთა, ძველი ფინური ტომი, უძველესი ნამოსახლარის ადგილზე, მდინარეების დაუგავასა და რიზდენეს შესართავთან. რიზდენეს თავდაპირველად რიგის მდინარე ერქვა, რომელიც ადრე ბუნებრივ ყურეს ქმნიდა რიგის ტბასთან, თუმცა არც ერთი მათგანი დღეს არ არსებობს. ზოგიერთი ცნობით ქალაქს სახელი მდინარე რიგის გამო დაერქვა.

თანამედროვე ქალაქის დაფუძენას ისტორიკოსები გერმანელ ვაჭრებს, მეომრებსა და ჯვაროსნებს უკავშირებენ, რომლებიც ლატვიაში მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოვიდნენ, ნაწილობრივ მწირედ დასახლებული რეგიონის ინტერესით, პოტენციური ახალი გასაღების ბაზრისა და მისიონერთა მიერ ადგილოვბრივი მოსახლეობის ქრისტიანობაზე მოქცევითვის.

გერმანელმა ვაჭრებმა მცირე სავაჭრო მისადგომი დააარსეს მდინარე ლივთან 1158 წელს. აუგუსტინელმა ბერმა მაინჰარდმა კი აქ დაახლოებით 1190 წელს მონასტერი ააგო.

ეპისკოპოსი ალბერტი მისი ბიძის ჰარტვიგის, ბრემენისა და ჰამბურგის არქიეპისკოპოსის, მიერ 1199 წელს ლივონიის ეპისკოპოსად დაინიშნა. ის რიგაში 1201 წელს ჩამოდის 23 გემითა და 1500-ზე მეტი ჯვაროსანით, და რიგას საკუთარ საეპისკოპოსოდ ხდის. მან დააარსა ვილონიელ ხმლის ძმათა ორდენი და რიგას ქალაქის სტატუსი უწყალობა იმავე წელს. ალბერტი წარმატებას აღწევს ლივსთა მეფის ქრისტიანობაზე მოქცევაში, თუმცა მას თითქმის სამი ათეული წელი დასჭირდა ლივონიაზე (გერმ. ლივლანდი) სრული კონტროლის მისაღწევად. შედეგად, რიგა ლივონისა და პრუსიასთან ერთად წმინდა რომის (გერმანული) იმპერიის ქვეშევრდომი ხდება. გაცილებით მოგვიანებით მარტინ ლუთერის დროს, რიგა, ლივონია და პრუსია პროტესტანებად მოექცნენ.

ამ პერიოდიდან რიგის როგორც ბალტიის ტომებთან და რუსეთთან ვაჭრობის კარიბჭის მნიშვნელობა იზრდება. 1282 წელს რიგა ჰანსეატიკის ლიგის წევრი ხდება. ჰანსა ვაჭართა ასოციაციის განვითარების გამო ჩრდილოეთ გერმანელთა და ბალტიის ქალაქთა თავისუფალი სავაჭრო და პოლიტიკური გაერთიანების შედეგად წარმოიშვა. მისი ეკონომიკური პროტექციონისტული პოლიტიკის წყალობით, რომლითაც გერმანელი წევრები უპირატესობით სარგებობდნენ, ლიგა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, თუმცა ექსკლუზიონისტურმა პოლიტიკამ კონკურენტების წარმოქმნასაც შეუწყო ხელი. ლიგის ბოლო დიეტი 1669 წელს შეიკრიბა, თუმცა ამ დროისთვის მათი ძალები საკმაოდ შერყეული იყო და მე-14 საუკუნის ბოლოსთვის პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ლიტვასა და პოლონეთს, ასევე შვედეთს, დანიასა და ნორვეგიას შორის მათი გავლენა შეავიწროვა. მიუხედავად ამისა, ჰანსამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რიგის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაში, რაც მას საშუალებას აძლევს გაუძლოს გვიანდელი ისტორიის ქარცეცხლს, თითქმის დღემდე.

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება]

რიგას ჰყავს შემდეგი დამეგობრებული ქალაქები:[1]

დანიის დროშა ოლბორგი, დანია[2] ყაზახეთის დროშა ალმათი, ყაზახეთი ნიდერლანდის დროშა ამსტერდამი, ნიდერლანდი ყაზახეთის დროშა ასტანა, ყაზახეთი
ჩინეთის დროშა ბეიჯინი, ჩინეთი[3] საფრანგეთის დროშა ბორდო, საფრანგეთი გერმანიის დროშა ბრემენი, გერმანია ავსტრალიის დროშა კერნსი, ავსტრალია
საფრანგეთის დროშა კალე, საფრანგეთი აშშ-ის დროშა დალასი, ამერიკის შეერთებული შტატები იტალიის დროშა ფლორენცია, იტალია უკრაინის დროშა კიევი, უკრაინა
იაპონიის დროშა კობე, იაპონია[4] ბელარუსის დროშა მინსკი, ბელარუსი რუსეთის დროშა მოსკოვი, რუსეთი შვედეთის დროშა ნორჩეპინგი, შვედეთი
ფინეთის დროშა პორი, ფინეთი აშშ-ის დროშა პროვიდენსი, ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიის დროშა როსტოკი, გერმანია რუსეთის დროშა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი:[5]
ჩილეს დროშა სანტიაგო, ჩილე გაერთიანებული სამეფოს დროშა სლაუ, ბრიტანეთი შვედეთის დროშა სტოკჰოლმი, შვედეთი ჩინეთის დროშა სუჯოუ, ჩინეთი
ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაიპეი, ტაივანი ესტონეთის დროშა ტალინი, ესტონეთი უზბეკეთის დროშა ტაშკენტი, უზბეკეთი ესტონეთის დროშა ტარტუ, ესტონეთი
საქართველოს დროშა თბილისი, საქართველო ლიტვის დროშა ვილნიუსი, ლიტვა პოლონეთის დროშა ვარშავა, პოლონეთი[6]

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 852
რუს.ინგლ.ფრ.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Twin cities of Riga. Riga City Council. წაკითხვის თარიღი: 27 July 2009.
  2. Aalborg Kommune – Venskabsbyer. Web.archive.org (14 November 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან 14 November 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 26 July 2009.
  3. Sister Cities. Beijing Municipal Government. დაარქივებულია ორიგინალიდან 2010-01-16-ში. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009.
  4. Sister City, Friendly City, Friendship & Cooperation City (Japanese). © 2007–2009 City of Kobe. წაკითხვის თარიღი: 14 July 2009.
  5. Saint Petersburg in figures – International and Interregional Ties. Saint Petersburg City Government. წაკითხვის თარიღი: 27 July 2009.
  6. (პოლონური) Miasta partnerskie Warszawy. um.warszawa.pl. Biuro Promocji Miasta (4 May 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან October 11, 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 29 August 2008.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რიგა&oldid=2632298“-დან