იოანე პავლე II
| ნეტარი იოანე პავლე II | ||
|---|---|---|
| რომის პაპი | ||
| რომის პაპი 2004 წელს | ||
| ეკლესია | რომი | |
| ინთრონიზაცია | 16 ოქტომბერი, 1978 | |
|
|
||
| საერო სახელი | კაროლ იოზეფ ვოიტილა | |
| დაიბადა | 18 მაისი 1920 |
|
| ეროვნება | პოლონელი | |
| რელიგია | კათოლიციზმი | |
იოანე პავლე II (ლათ. Ioannes Paulus Secundus) ერისკაცობაში კაროლ იოზეფ ვოიტილა (პოლ. Karol Józef Wojtyła; დ. 18 მაისი, 1920, ვადოვიცე, პოლონეთი – გ. 2 აპრილი, 2005, ვატიკანი) – 264-ე რომის პაპი 1978-2005 წწ. პირველი პოლონელი წმინდა პეტრეს ტახტზე. 2011 წლის 1 მაისს რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ მოახდინა მისი ნეტარად შერაცხვა – ბეატიფიკაცია.[1]
1978 წელს იგი გახდა 1523 წლიდან (ადრიანე VI – წარმოშობით ჰოლანდიელი) პირველი არაიტალიური წარმოშობის პაპი და პირველი სლავი პაპის ტახტზე. იგი წმინდა ტახტს 27 წელიწადი ედგა სათავეში და მმართველობის ხანგრძლივობით ჩამორჩება მხოლოდ წმინდა პეტრეს (34 წელი) და პიუს IX-ს (32 წელი).
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
კაროლ იოზეფ ვოიტილა დაიბადა ქალაქ ვადოვიცეში, ავსტრია-უნგრეთის არმიის ყოფილი ოფიცრის ოჯახში. იგი კაროლ ვოიტილა-უფროსისა და ემილია კაჩოროვსკას ოჯახის უმცროსი შვილია. დედა გარდაეცვალა მაშინ როდესაც მომავალი პაპი 8 წლის იყო.
[რედაქტირება] ძეგლები
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ იოანე-პავლე მეორე ნეტარად შერაცხეს, ჯი-ეიჩ-ენი, 1 მაისი, 2011.
| წინამორბედი: იოანე-პავლე I |
რომის პაპი 1978 — 2005 |
შემდეგი: ბენედიქტე XVI |

