იოაჰიმ მიურატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოახიმ მიურატი

იოაჰიმ მიურატი (ფრანგ.: Joachim Murat) (* 25 მარტი, 1767, ლაბასტიდ-ფურტიურნიე, დღ. ლაბასტიდ-მიურა, საფრანგეთი; † 13 ოქტომბერი, 1815, პიცო, კალაბრია) - ნეაპოლის მეფე 1808-1815 წლებში, ნაპოლეონის სიძე და საფრანგეთის მარშალი.

სახელი[რედაქტირება]

იოაჰიმ მიურატი ტრადიციულად დამკვიდრებული სახელის ფორმაა (წარმომავლობა უცნობია). სახელის მართებული ფორმაა "ჟოაკენ მიურა".

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მიურატი სამხედრო სამსახურში შევიდა.
ნაპოლეონის იტალიური ლაშქრობის დროს იგი მისი ადიუტანტი იყო.
ნაპოლეონის ეგვიპტის ექსპედიციის დროს მიურატის კავალერიამ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა მამელუქების წინააღმდეგ ბრძოლაში და მას დივიზიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.
9 ნოემბერირევოლუციის VIII წლის 18 ბრიუმერის გადატრიალებაში იგი ნაპოლეონის ერთგული მხარდამჭერი იყო.
მიურამ იქორწინა ნაპოლეონის უმცროს და კაროლინაზე.
ნაპოლეონმა იოახიმ მიურატი საფრანგეთის მარშალი გახადა.
იგი იმპერიის პრინცის ხარისხში იქნა აყვანილი.
15 მარტი - მიურატი, უკვე პრინცი და საფრანგეთის გროსადმირალი ბერგის და კლევეს დიდი ჰერცოგი გახდა.
ნაპოლეონმა მიურატს ნეაპოლის სამეფო აჩუქა.
ახლად დანიშნულმა მეფემ მოდერნიზირება გაუკეთა სახელმწიფო აპარატს და მოაწესრიგა სოციალური და სასამართლო ინსტიტუტები.
რუსეთზე ლაშქრობის დროს იმპერატორსა და მის საუკეთესო კავალერისტს შორის ბზარი გაჩნდა. ნაპოლეონი ეჭვობდა, რომ მიურატი მისი ხელისუფლების დამხობას აპირებდა.
I იმპერიის ბოლო დღეებში იგი შეეცადა კავშირი დაემყარებინა ავსტრიასთან, თუმც “100 დღიან” პერიოდში ისევ ნაპოლეონის მხარე დაიჭირა და დამარცხებულთა ბანაკში აღმოჩნდა. მისმა ავტორიტეტმა ნეოპოლში საგრძნობლად იკლო.
მიურატი შეეცადა ნეაპოლისათვის დამოუკიდებლობის მოპოვებით მოსახლების თავის მხარეზე გადაბირებას, მაგრამ ეს ცდა მარცხით დამთავრდა. იგი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
13 ოქტომბერი - ქალაქ პიცოში ბურბონი მეფის ფერნანდო IV-ის ბრძანებით იოახიმ მიურატი დახვრიტეს.

გერბები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Bonar, Hugh S. (Jr.), Joachim Murat : lieutenant of the Emperor, Consortium on Revolutionary Europe 1750-1850 (University of Florida), Articles relatifs totalement ou partiellement à la période 1795-1815, Proceedings 1989.
  • Chavanon, Jules and Georges Saint-Yves, Joachim Murat (1767–1815), Libraire Hachette, 1905.
  • Connelly, Owen, Blundering to Glory: Napoleon's Military Campaigns, Scholarly Resources Imprint, 1987.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: