ანტვერპენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ანტვერპენი
ნიდერლ. Antwerpen
ფრანგ. Anvers
Antwerp.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
რეგიონი ფლანდრია
პროვინცია ანტვერპენი
კოორდინატები 51°13′ ჩ. გ. 04°24′ ა. გ. / 51.217° ჩ. გ. 4.400° ა. გ. / 51.217; 4.400
ფართობი 204.51 კმ²
მოსახლეობა 461,496 კაცი
სიმჭიდროვე 2257 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 03
საფოსტო ინდექსი 2000-2660
ოფიციალური საიტი http://www.antwerpen.be

ანტვერპენი მდებარეობა ბელგია

Red pog.svg

ანტვერპენი (ნიდერლ. Antwerpen; ფრანგ. Anvers) — ქალაქი ბელგიაში, ფლანდრიის რეგიონში. ქვეყანაში ბრიუსელის შემდეგ მეორე უდიდესი, ხოლო ფლანდრიაში ყველაზე დიდი ქალაქია. პროვინცია ანტვერპენის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდინარე შელდის ორივე ნაპირზეა გაშენებული. საზღვაო პორტი მსოფლიოში ათ უდიდეს პორტს შორის იხსენიება.

ისტორია[რედაქტირება]

სიმაგრე სტენის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, VII საუკუნეზე ნაადრევი არ უნდა იყოს. ჰერცოგმა ბრამანელმა ინგლისელ, ვენეციელ და გენუელ ვაჭრებს ანტვერპენში თავისუფალი ვაჭრობის ნება დართო, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ადგილობრივ ბაზრობაზე. თავდაპირველად ანტვერპენი ახლომდებარე ჰორტჰენბოსსა და ბერგენს, შემდეგ კი ლევენსა და ბრიუსელს უწევდა მეტოქეობას. XII საუკუნეში ბრიუგეს დაცემის შემდეგ ოთხმოცწლიან ომამდე ანტვერპენი არამხოლოდ ნიდერლანედის, არამედ, მთელი ჩრდილოეთი ევროპის უმდიდრესი სავაჭრო ქალაქი იყო. XV საუკუნეში, როდესაც ნიდერლანდს ბურგუნდიელთა გვარი მართავდა, ბრიუგედან თითქმის ყველა უცხოური ქარვასლა ანტვერპენში გადავიდა. ამერიკის აღმოჩენასთან და ბურგუნდიის სამკვიდროს ესპანელი ჰაბსბურგების ხელში გადასვლის შემდეგ ახალი სამყაროს ოქრომ ანტვერპენის ბანკებში მოიყარა თავი. 1531 წელს ქალაქში ბირჟა გაიხსნა, რამაც ბიძგი მისცა მსგავსი ხასიათის დაწესებულებების ლონდონსა და ამსტერდამში გახსნასაც. XVI საუკუნის შუა ხანებში ანტვერპენის მოსახლეობა 100 ათასს აჭარბებდა. ხსენებული დროის მკაფიო ძეგლია ანტვერპენის რენესანსული რატუშა (1561-1565).

როდესაც ნიდერლანდის რევოლუცია დაიწყო, ანტვერპენმა ამბოხებულთა მხარე დაიჭირა, რამეთუ ქალაქის სავაჭრო გილდიის უმეტესობა პროტესტანტები იყვნენ. 1585 წელს ქალაქს ალექსანდრე პარმელის ჯარი შემოეწყო და აიღო, მას მერე კი მეფის ერთგული ქალაქი გახდა. ამის პასუხად ჩრდილოეთის პროვინციებმა მდინარე შელდზე მიმოსვლა შეაფერხეს, რამაც ანტვერპენს ზღვაზე გასასვლელი მოუშალა. ამ მიზეზით, ეკონომიკურმა აქტივობამ მოკლე ვადებში ჩრდილოეთით გადაინაცვლა, მეტწილად კი ამსტერდამში. 1589 წელს ანტვერპენის მოსახლეობა 42 ათასამდე შემცირდა.

ეკონომიკური როლის დაქვეითების მიუხედავად, ანტვერპენი ესპანური ნიდერლანდების მსხვილი სამხატვრო და კულტურული ცენტრის ფუნქციებს ითავსებდა. ადგილობრივ ფერმწერთა - რუბენსისა და ვან დეიკის სახელები მთელს ევროპაში ჰქუხდა. XIX საუკუნის მიწურულიდან ეკონომიკური აღმავლობის ახალი ხანა დაიწყო, რაც პორტის გაფართოებასთან იყო დაკავშირებული. 1920 წელს ანტვერპენში საზაფხულო ოლიპიური თამაშები გაიმართა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

  • მსხვილი სამრეწველო ცენტრი:: ნავთობქიმიური მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და მრეწველობის სხვა დარგები, ატომური ენერგეტიკა.
  • ანტვერპენი — ალმასების გადამუშავების მსოფლიო ცენტრია. ტრადიციულად, ალმასების გადამუშავება-ვაჭრობით ებრაული თემის წარმომადგენლები არიან დაკავებულნი.
  • მსხვილი საგანმანათლებლო ცენტრი : უნივერსიტეტითა და რამდენიმე უმაღლესი სკოლით.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ანტვერპენს გენტთან, ბრიუსელთან, ჰესელტთან და ბრედასთან (ნიდერლანდი) აკავშირებენ. ბოლო ხანებში მიმდინარეობს სამუშაოები ანტვერპენის რკინიგზის უსწრაფეს სარკინიგზო ქსელში ჩართვისათვის. საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოდგენილია ავტობუსებითა და ჩვეულებრივი მიწისქვეშა ტრამვაის ხაზებით (რასაც ანტვერპენელები ხშირად მეტროს უწოდებენ). პერსპექტივაში ანტვერპენის მიწისქვეშა ტრამვაის სრულფასოვან მეტროპოლიტენად გადაკეთების შესაძლებლობაც არის.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]