ბერგენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ბერგენი
Bergen
|
ბერგენი (ნორ: Bergen) — ფიულკე ჰორდალანის დედაქალაქი და ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქია. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, მიდტჰორლანის რეგიონში. იკავებს ბერგენის ნახევარკუნძულს და ზღვიდან დაცულია კუნძულებით: ასკეით, ჰოლსნეითა და სუტრით.
1299 წლამდე ნორვეგიის დედაქალაქი, ხოლო 1830 წლამდე კი ქვეყნის უდიდესი ქალაქი იყო. დღესდღეობით ქალაქი უმსხვილესი საპორტო და ნავთობსამრეწველო ცენტრია. ქალაქში არის უნივერსიტეტი. ბერგენის შუასაუკუნეების დროინდელი სანაპირო ზოლი იუნესკოს მსოფლიო ფონდის მემკვიდრეობის ნაწილია. 2000 წელს ბერგენი ევროპის ერთ-ერთ კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მუნიციპალიტეტის გვერდები Norwegian და English
- ბერგენის მეგზური
|
|||||