ფილიპე III ესპანეთის მეფე
ფილიპე III (ესპ. Felipe III; დ. 14 აპრილი, 1578 მადრიდი — გ. 31 მარტი, 1621, იქვე) — ესპანეთის მეფე 1598 წლიდან, ჰაბსბურგთა დინასტიიდან. ფაქტიურად მის მაგივრად ქვეყანას მართავდა ფავორიტი ფრანცისკო ლერმა. ფიქრობდა ინგლისთან ომში ირლანდიის გამოყენებას და დახმარებას უწევდა ირლანდიის 1595–1603 წლის აჯანყებას. 1604 წელს დაუზავდა ინგლისს, ხოლო 1609 წელს ნიდერლანდს და ცნო ნიდერლანდის შეერთებული პროვინციების რესპუბლიკა.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 302, თბ., 1986 წელი.
- Florencio Janer, «Condicion social de los Moriscos de España: causas de su expulsion, y consecuencias que esta produjo con el orden economico y politico» (მადრიდი, 1857);
- Danvila у Collado, «La expulsion de los morisco s españoles» (მადრიდი, 1889);
- F. Picatoste, «Estudios sobre la grandeza y decadencia de España» (მადრიდი, 1887);