კოშიცე
კოშიცე (სლოვაკ. Košice, გერმ. Kaschau, უნგრ. Kassa, რუს. Ко́шицы) - ქალაქი სლოვაკეთში. აღმოსავლეთ სლოვაკეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჰორნადის ხეობაში, სლოვაკეთის მადნიანი მთების ძირში. 201 ათასი მცხოვრები (1980), მოსახლეობის რაოდენობით სლოვაკიის მეორე ქალაქი. სატრანსპორტო კვანძი. შავი მეტალურგის ცენტრი. მძიმე მანქანათმშენებლობა, მაგნეზიტის დამუშავება, კვების, სამკერვალო, ხის დასამუშავებელი მრეწველობა. უნივერსიტეტი. კოშიცეში არის სლოვაკეთის გოტიკური არქიტექტურის ცნობილი ძეგლი - ქვის კვეთილობით მდიდრულად შემკული წმ. ელისაბედის ტაძარი (1382-1499), წმ. მიხეილის გოტიკური კაპელა (XIV საუკუნის II ნახევარი), დომინიკელთა ეკლესია და მონასტერი (XIV-XVIII), ბაროკოს სტილის რატუშა (1756), კლასიცისტური სტილის სასახლეები და საზოგადოებრივი შენობები. 1940-იანი წლების დასასრულიდან მიმდინარეობს ფართო საბინაო მშენებლობა.
[რედაქტირება] გამოყენებული ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 7, თბ., 1983 წელი.
|
|||||

