ტიმიშოარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტიმიშოარა
Timişoara
ქალაქის ძველი ნაწილი
ქალაქის ძველი ნაწილი
გერბი
გერბი
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი ტიმიში
კოორდინატები 45°45′35″ ჩ. გ. 21°13′48″ ა. გ. / 45.75972° ჩ. გ. 21.23000° ა. გ. / 45.75972; 21.23000
პირველი ხსენება XIII საუკუნე
ფართობი 130,5 კმ²
ზღვის დონიდან 89
მოსახლეობა 303 708[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2350 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +40 256
ოფიციალური საიტი www.primariatm.ro/

ტიმიშოარა მდებარეობა რუმინეთი

Red pog.svg

ტიმიშოარა (რუმ. Timişoara) — რუმინეთის სიდიდით მესამე ქალაქი. ბანატის ისტორიული რეგიონის ცენტრი. ქვეყნის დასავლეთით მდებარე ტიმიშის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი.

ისტორია[რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში, მაშინ როდესაც იგი თათრებმა აიღეს. XIV საუკუნეში იგი იყო მცირე ციხესიმაგრე. უნგრეთის მეფე კარლ რობერტმა, რომელიც ამ მხარეს 1307 წელს სტუმრობდა, ბრძანა სასახლის აგება, ხოლო XV საუკუნეში გარკვეული პერიოდი აქ იყო იანოშ ხუნიადის რეზიდენცია. ტიმიშოარა უნგრეთის სამეფოს პირველი ქალაქია, რომელმაც თავისი გერბი მიიღო (1365).

1552 წელს ტიმიშოარა აიღო ოსმალეთის ჯარებმა. 160 წლის განმავლობაში ტემეშვარის ეიალეთის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქმა განიცადა ისლამის ძლიერი გავლენა. აშენდა მეჩეთი. 1716 წელს, მას შემდეგ, რაც ევგენი სავოიელმა ქალაქი გაათავისუფლა თურქებისაგან, ჰაბსბურგებმა წაშალეს ოსმალთა კვალი და ქალაქის ცენტრი ბაროკოს სტილზე ააშენეს.

ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ ქალაქი სერბეთის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1919 წელს უკვე რუმინეთის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია. 1930-იან წლებში აქ აშენდა მართლმადიდებლური ეკლესია — ტიმოშოარის ტაძარი.

1989 წლის 16 დეკემბერს ტიმიშოარაში დაწყებული მღელვარებით რუმინეთის რევოლუცია დაიწყო, რომელსაც ნიკოლაე ჩაუშესკუს ხელისუფლების დამხობა მოჰყვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Timis County at the 2011 census (Romanian). INSSE (February 02, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-08-06-ში. წაკითხვის თარიღი: 15 июля 2012.