კატალონია
კატალონია (ესპ. Cataluña) — ესპანეთის ავტონომიური რეგიონი. სახელი ცნობილია 1350 წლიდან. კატალონიელთა ქვეყანა, ძველი Principat de Catalunya, მოიცავდა აგრეთვე ალგეროს (სარდინიაში), ანდორას, ჩრდილოეთ კატალონიას ანუ აღმოსავლეთ პირენეების ფრანგულ რეგიონს, ბალეარის კუნძულებს, ვალენსიის რეგიონს. კატალონიის რეგიონში ამჟამად 4 პროვინცია შედის: ბარსელონა, ხერონა, ლერიდა და ტარაგონა.
- ფართობი - 32,114 ათასი.
- მოსახლეობა - 7,565,603 (2012);
- ადმინისტრაციული ცენტრი - ბარსელონა.
- ენები – კატალონიური, ესპანური, ოქსიტანური, კატალონური ნიშნების ენა.
- საკანონმდებლო ორგანო – 1995 წლიდან აირჩევა 135 წევრიანი პარლამენტი.
კატალონიის სანაპირო-კატალონიის სანაპირო გრძელდება 500კმ-ზე. სანაპიროზე არ არის მაგისტრალთა სისტემა, ერთადერთი დიდ გზა აკავშირებს პირენეებს ზღვასთან. კატალონიის ადმინისტრაციულ ცენტრამდე ბლანესამდე ვხვდებით კოსტა ბრავას, რომელიც ხასითდება პატარა მთიანი სისტემით, შემდეგი დიდი ხაზი სანაპიროსი გადის მარესმეზე, რომელი კვეთს მრავალ კერძო პატარა პორტს. ბარსელონის სანაპირო ხასიათდება ხელოვნური პლიაჟებით და დიდი სავაჭრო პორტით, რომელიც 9 კილომეტრს მაინც მოიცავს. პორტის სამხრეთ ნაწილი გაშენებულია დელტა დე იობრეგატის ჭაობზე, რომელიც ლამაზ პეიზაჟს ქმნის დაახლოებით 18 კილომეტრზე.შემდეგი დიდი სანაპირო ზოლია მასისო დე გარაფის,ეს ქალაქი გარდა პლიაჟებისა გამოირჩევა ტარაგონას პორტით რომელიც ესპანეთის რეგიონის მეორე პორტია სიდიდით აგრეთვე იგი არის კატალონიის ყველაზე მაღალი პორტი.
სექციების სია |
მუნიციპალიტეტები [რედაქტირება]
კატალონიაში არის 947 მუნიციპალიტეტი, მათ შორის უდიდესებია:
| რიგი | მუნიციპალიტეტი | კომარკა | მოსახლეობა[1] |
|---|---|---|---|
| 1 | ბარსელონესი | 1,621,537 | |
| 2 | ბარსელონესი | 257,038 | |
| 3 | ბარსელონესი | 219,547 | |
| 4 | ვალეს-ოკსიდენტალი | 210,941 | |
| 5 | ვალეს-ოკსიდენტალი | 206,493 | |
| 6 | ტარაგონესი | 164,323 | |
| 7 | სეგრია | 160,919 | |
| 8 | მარესმე | 127,722 | |
| 9 | ბარსელონესი | 119,717 | |
| 10 | ბაშ-კამპი | 107,118 |
გზები [რედაქტირება]
კატალონიაში დაახლოებით 12 000 კმ. სამანქანო გზაა. მთავარი გზატკეცილებია: AP-7 (Autopista del Mediterrani) და A-7 (Autovia del Mediterrani). ის მიუყვება სანაპირო ზოლს საფრანგეთის საზღვრიდან ვალენსიის, მურსიასა და ანდალუსისკენ.
სხვა მნიშვნელოვანი გზებია:
საზოგადო სარგებლობის გზების მართვას ახორციელებს კატალონიის მთავრობა (მაგალითისთვის: C- ) ან ესპანეთის მთავრობა (მაგალითისთვის: AP- , A- , N- )
გალერეა [რედაქტირება]
- Catalonia gallery
-
გუელიას პარკი, ბარელონა
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The Generalitat de Catalunya (Government of Catalonia)
- Statute of autonomy of Catalonia
- Xanascat National Network of Youth Hostels of Catalonia
- Statistical information from Idescat (Catalan Institute of Statistics)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Actualització INE 2009. Ine.es (2010-05-28). წაკითხვის თარიღი: 2011-01-06.
|
|||||||||||||
სტატიის