|
ქალაქი
კიევი
Київ
| დროშა |
გერბი |
 |
 |
| ქვეყანა |
უკრაინაუკრაინა |
| ოლქი |
კიევის მუნიციპალური ოლქიკიევის მუნიციპალური ოლქი |
| კოორდ. |
50.45,30.550°27′00″ ჩ. გ. 30°30′00″ ა. გ. / |
| შიდა დაყოფა |
10 რაიონი |
| ქალაქის მეთაური |
ლეონიდ ჩერნოვეცკი |
| დაარსდა |
V საუკუნე |
| ქალაქი |
IX საუკუნე წლიდან |
| ფართობი |
839 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე |
179 მ |
| მოსახლეობა |
2 679 653 კაცი (2007) |
| სიმჭიდროვე |
3 178 კაცი/კმ² |
| აგლომერაცია |
15 232 460 |
ეროვნული
შემადგენლობა |
უკრაინელები— 82,2%,
რუსები— 13,1%,
ებრაელები— 0,7%,
ბელორუსები— 0,6%,
პოლონელები— 0,3% |
| დროის სარტყელი |
UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
| ტელ. კოდი |
+380 44 |
| საფოსტო ინდექსი |
01xxx — 06xxx |
| ოფიციალური ვებ-გვერდი |
http://kmv.gov.ua/ |
|
კიევი (უკრ. Київ) — უკრაინის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდნინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. 2003 წლისთვის კიევში ოფიციალურად 2,642,486 მცხოვრები იყო, თუმცა ქალაქში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული ემიგრანტიც სახლობს, რაც მის ფაქტიურ მოსახლეობას 3 მილიონმდე ზრდის. ადმინისტრაციულად კიევი სახელმწიფო დაქვემდებარების მუნიციპალიტეტია და კიევის ობლასტს არ ეკუთვნის. კიევი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია აღმოსავლეთ ევროპაში. აქ მდებარეობს მრავალი მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიული დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი და მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ქალაქს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, კიევი მეტროს სიტემის ჩათვლით.
საკუთარი არსებობის განმავლობაში კიევი, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, დიდი აღმასვლისა და შედარებითი დაკნინების რამდენიმე ეტაპს გადის. მიჩნეულია, რომ ქალაქი მე-5 საუკუნეში დაარსდა, როგორც ადრეული აღმოსავლეთ სლავების სავაჭრო პოზიცია, შემდეგ იგი თანდათან აღმოსავლეთ სლავების ცივილიზაციის ცენტრი გახდა, ხოლო მეათედან მეთორმეტე საუკუნეებს შორის კი იგი რუსთა სამეფოს პოლიტიკური და კულტურული დედაქალაქი ხდება. 1240 წელს ქალაქი მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს და შემდგომი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მან ადრინდელი მნიშვნელობა და ფუნქცია დაკარგა. ის მცირე მნიშვნელობის პროვინციული დედაქალაქი ხდება ძლიერ მეზობლების - პირველად ლიტვის, შემდეგ პოლონეთისა და ბოლოს, რუსეთის - ჩრდილს ქვეშ. ქალაქი აღმასვლას იწყებს ისევ რუსეთის ინდუსტრიული რევოლუციის დროს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 1917 წლის რუსეთის რევოლუციას მოყოლილ არეულობათა შემდეგ 1921 წელს კიევი საბჭოთა უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქი ხდება და 1934 წლიდან კი მისი დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ისევ თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა ომის შემდგომ სწრაფად იქნა აღდგენილი და მალე სსრკ-ის სიდიდით მესამე ქალაქი ხდება. სსრკ-ის დაშლის შემდეგ 1991 წლიდან კიევი დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქია.
მოსახლეობის რაოდ.
| წელი |
რაოდ. |
%± |
| 1939 |
846,724 |
– |
| 1940 |
930,000 |
+9.8% |
| 1943 |
180,000 |
-80.6% |
| 1959 |
1,104,334 |
+513.5% |
| 1961 |
1,174,000 |
+6.3% |
| 1979 |
2,144,000 |
+82.6% |
| 1989 |
2,587,945 |
20.7% |
| 2001 |
2,611,327 |
+0.9% |
| 2005 |
2,660,401 |
+1.8% |
|
კიევის მოსახლეობის 46.7% (1,219,000 ადამიანი) არის მამაკაცი, ხოლო 53.3% (1,393,000 ადამიანი) ქალი. კიევის ტერიტორიაზე ცხოვრობს 130 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხი, მათ შორის ყველაზე მეტნი არიან უკრაინელები – მთლიანი მოსახლეობის 82.2% (2,110,800 ადამიანი), შემდეგ მოდიან რუსები – 337,300 (13.1%), ებრაელები – 17,900 (0.7%), ბელარუსები – 16,500 (0.6%), პოლონელები – 6,900 (0.3%), სომხები – 4,900 (0.2%), აზერბაიჯანელები – 2,600 (0.1%), თათრები – 2,500 (0.1%), ქართველები – 2,400 (0.1%), მოლდაველები – 1,900 (0.1%). 1,069,700 მოსახლეს აქვს მიღებული უმაღლესი ან საშუალო განათლება. ეს მაჩვენებული 1989 წლიდან გაიზარდა 21.7%–ით. უკანასკნელი აღწერით, რომელიც ჩატარდა 2007 წელს, კიევის მოსახლეობა შეადგებს 2.7 მოსახლეს.
კიევში მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც რკინიგზის, ასევე საგზათკეცილო; არის სამდინარო პორტი; საერთაშორისო აეროპორტი ბორისპოლში და ჟულიანის შიდა აეროპორტი.
ქალაქს ემსახურება მეტროპოლიტენი, რომელსაც სამი ხაზი აქვს, საერთო სიგრძით: 58,8 კილომეტრი. მგზავრებს 46 სადგური ემსახურება სამი გადასაჯდომი კვანძით კიევის ცენტრში. კიევის მეტროპოლიტენის ყველა სადგურს ფიჭური ოპერატორები უპრობლემოდ ფარავენ: «მტს», «კიევსტარი», «Life:)», «ბილაინი».
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
კიევი არის დაძმობილებული შემდეგ ქალაქებთან:
ლაიფციგი, გერმანია (1961–დან) [1]
ანკარა, თურქეთი (1993–დან) [2]
ათენი, საბერძნეთი
ბაქო, აზერბაიჯანი
პეკინი, ჩინეთი (1993–დან) [3]
ბელგრადი, სერბია
ბრატისლავა, სლოვაკეთი[4]
ბრიუსელი, ბელგია
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
კიშინიოვი, მოლდოვა
ედინბურგი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო (1989–დან) [5]
|
კრაკოვი, პოლონეთი (1993–დან) [6]
კიოტო, იაპონია
მინსკი, ბელარუსი [7]
მიუნხენი, გერმანია
ოდენსი, დანია
პარიზი, საფრანგეთი
პრეტორია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
რიგა, ლატვია[8]
რომი, იტალია
სანტიაგო, ჩილე
სოფია, ბულგარეთი
ტირანა, ალბანეთი[9]
|
ფლორენცია, იტალია
ჰელსინკი, ფინეთი
სტოკჰოლმი, შვედეთი
ტალინი, ესტონეთი
თბილისი, საქართველო.(1999–დან) [10]
ტორონტო, კანადა
ტულუზა, საფრანგეთი
ვარშავა, პოლონეთი
უჰანი, ჩინეთი.
ვენა, ავსტრია
ვილნიუსი, ლიტვა
ერევანი, სომხეთი
|
| წლიური ამინდი — კიევი |
| თვე |
იან |
თებ |
მარ |
აპრ |
მაი |
ივნ |
ივლ |
აგვ |
სექ |
ოქტ |
ნოე |
დეკ |
წელი |
| რეკორდ. მაღალი °C (°F) |
11.1 (52) |
17.3 (63) |
22.4 (72) |
29.1 (84) |
33.6 (92) |
35.0 (95) |
39.4 (103) |
39.9 (104) |
33.8 (93) |
29.5 (85) |
23.2 (74) |
14.7 (58) |
39.9 (104) |
| საშუალო მაღალი °C (°F) |
-2.9 (27) |
-1.7 (29) |
3.6 (38) |
12.6 (55) |
20.3 (69) |
23.5 (74) |
25.3 (78) |
24.4 (76) |
19.3 (67) |
12.0 (54) |
4.1 (39) |
-0.8 (31) |
11.7 (53) |
| საშუალო დაბალი °C (°F) |
-8.4 (17) |
-7.7 (18) |
-3.1 (26) |
3.9 (39) |
10.1 (50) |
13.3 (56) |
15.0 (59) |
14.0 (57) |
9.6 (49) |
4.3 (40) |
-0.9 (30) |
-5.4 (22) |
3.8 (39) |
| რეკორდ. დაბალი °C (°F) |
-31.1 (-24) |
-32.2 (-26) |
-24.9 (-13) |
-10.4 (13) |
-2.4 (28) |
2.4 (36) |
5.8 (42) |
3.3 (38) |
-2.9 (27) |
-17.8 (-0) |
-21.9 (-7) |
-30.0 (-22) |
-32.2 (-26) |
| ნალექი მმ (დიუმი) |
47 (1.9) |
46 (1.8) |
39 (1.5) |
49 (1.9) |
53 (2.1) |
73 (2.9) |
88 (3.5) |
69 (2.7) |
47 (1.9) |
35 (1.4) |
51 (2) |
52 (2) |
649 (25.6) |
| წყარო: Pogoda.ru.net[11] 8.09.2007 |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|
|
|
|
|
| დასავლეთი |
ჩრდილოეთი |
ცენტრალური |
სამხრეთი |
აღმოსავლეთი |
|
ამსტერდამი, ნიდერლანდი
ანდორა-ლა-ველა, ანდორა
ბრიუსელი, ბელგია
დუგლასი, კუნძული მენი3
დუბლინი, ირლანდია
ლისაბონი, პორტუგალია
ლონდონი, გაერთიანებული
სამეფო
ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი
მადრიდი, ესპანეთი
მონაკო, მონაკო
პარიზი, საფრანგეთი 1
სენტ-ჰელიერი, ჯერზი3
სენტ-პიტერ-პორტი, გერნზი3
|
კოპენჰაგენი, დანია
ჰელსინკი, ფინეთი
ლონგირი, შპიცბერგენი
მაარიანჰამინა, ალანდის
კუნძულები
ოსლო, ნორვეგია
რეიკიავიკი, ისლანდია
რიგა, ლატვია
სტოკჰოლმი, შვედეთი
ტალინი, ესტონეთი
ტორსჰავნი, ფარერის
კუნძულები
ვილნიუსი, ლიტვა
|
ბელგრადი, სერბეთი
ბერლინი, გერმანია
ბერნი, შვეიცარია
ბრატისლავა, სლოვაკეთი
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ლიუბლიანა, სლოვენია
პრაღა, ჩეხეთი
ვენა, ავსტრია
ვარშავა, პოლონეთი
ვადუცი, ლიხტენშტაინი
ზაგრები, ხორვატია
|
ანკარა, თურქეთი 1
ათენი, საბერძნეთი
გიბრალტარი, გიბრალტარი3
ნიქოზია, კვიპროსი 2,
პოდგორიცა, ჩერნოგორია
რომი, იტალია
სან-მარინო, სან-მარინო
სარაევო, ბოსნია და
ჰერცეგოვინა
სკოპიე, მაკედონია
ტირანა, ალბანეთი
ვალეტა, მალტა
ვატიკანი, ვატიკანი
|
ასტანა, ყაზახეთი 1
ბაქო, აზერბაიჯანი 1
ბუქარესტი, რუმინეთი
კიშინიოვი, მოლდოვა
კიევი, უკრაინა
მინსკი, ბელარუსი
მოსკოვი, რუსეთი 1
სოფია, ბულგარეთი
თბილისი, საქართველო 1
ერევანი, სომხეთი 2
|
|
|
|
|
|