ორჰუსი
|
ქალაქი
|
ორჰუსი (დან. Aarhus) — მეორე უმსხვილესი ქალაქი დანიაში. ქვეყნის უმთავრესი ნავსადგური მდებარეობს იუტლანდიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ მხარეს, დანიის გეოგრაფიულ ცენტრში. ქალაქი ორჰუსის მუნიციპალიტეტის ცენტრია და მისი მოსახლეობა 315 193 ადამიანია, ცენტრალური ურბანული არეალის კი 252 213 (2012 წ). „დიდი ორჰუსის“ აგლომერაციის მოსახლეობა 1,2 ადამიანს აღწევს,[1][2][3] რაც დანიის მთლიანი მოსახლეობის 23%-ია. ორჰუსს არაოფიციალურად „იუტლანდიის დედაქალაქს“ უწოდებენ.[4]
ორჰუსი აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიური არეალის მთავარი და უდიდესი ქალაქია, აღმოსავლეთ იუტლანდიის სხვა 17 მუნიციპალიტეტს შორის.[5] ორჰუსი მეორე დანიაში უმსხვილესი ურბანული არეალია კოპენჰაგენის შემდეგ.[6]
ორჰუსის ეპარქია ახ. წ. 951 წლით თარღდება, აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა კი 1300 წლით, ვიკინეგბის ხანით. თავად ქალაქი კი სავარაუდოდ ახ. წ. 770 წელზე უფრო ადრე უნდა იყოს დაარსებული, რის შედეგადაც ის სკანდინავიის უძველესი დიდი ქალაქია. გერმანიასა ბალტიის ქვეყნებს შორის სავაჭრო გზებზე ხელსაყრელი მდებარეობსი წყალობით, ამ ქალაქს განსაკუთრებული როლი ჰქონდა, რაც დღემდე გრძელდება.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Aarhus Kommune, official city portal in English
- Visit Aarhus
- Aarhus City Info
- Virtual Aarhus (newer)
- Virtual Aarhus (older)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ http://www.aarhus.dk/da/omkommunen/english.aspx
- ↑ http://www.aarhus.dk/~/media/Subsites/Aarhus-Wind-Energy/Dokumenter/Working-and-living.ashx
- ↑ http://www.businessaarhus.dk/~/media/Subsites/Business-Aarhus/Powerpoint-praesentationer/Aarhus-som-vkstby-english-new.ashx
- ↑ Bridgwater, W. & Beatrice Aldrich. (1966) The Columbia-Viking Desk Encyclopædia. Columbia University. p. 11.
- ↑ "Vision Østjylland", Miljøministeriet, 20. august 2008
- ↑ "Danish Befolkningsforhold i Østjylland, Miljøministeriet, august 2008