ბერლინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Berlin
ბერლინი
Cityscape Berlin.jpg
დროშა გერბი
ბერლინის დროშა
დროშა
ბერლინის გერბი
გერბი
მდებარეობა ევროკავშირში და გერმანიაში
მდებარეობა ევროკავშირში და გერმანიაში
კოორდ. 52°31′00″ ჩ. გ. 13°25′00″ ა. გ. / 52.51667° ჩ. გ. 13.41667° ა. გ. / 52.51667; 13.41667
დროის სარტყელი CET/CEST (UTC+1/+2)
ადმინისტრაცია
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
შიდა დაყოფა 12 რაიონი
მმართველი ბურგომისტრი კლაუს ვოვერაიტი (გსდპ)
სამთავრობო პარტიები გსდპმემარცხენეები
ხმები ბუნდესრატში 4 (69)
სტატისტიკა
ფართობი  892 კმ²
სიმაღლე 34 - 115 მ
მოსახლეობა 3,440,400 (03/2010)
 - სიმჭიდროვე 3,858 /კმ²
სხვა ინფორმაცია
მშპ/ ნომინალური € 81.7 მილიარდი (2007)
საფოსტო კოდები 10001–14199
ტელ. კოდი 030
ავტომობ. კოდი B
ISO რეგიონი DE-BE
საიტი berlin.de

ბერლინი (გერმ. Berlin) — გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქი; ქალაქ-სახელმწიფო და ავტონომიური უფლებების მქონე ფედერაციული მიწა.

არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.

ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.

გეოგრაფია[რედაქტირება]

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება]

ბერლინი მთლიანად შემოსაზღვრულია ბრანდენბურგის ფედერაციული მიწით და მდებარეობს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში პოლონეთის, საზღვრიდან დაახლოებით 70 კმ-ში, ბარნიმისა და ტელტოს მაღლობებზე. ქალაქის ისტორიული ცენტრი მდებარეობდა მდ. შპრეეს სანაპიროზე, რომელსაც ქალაქის დასავლეთ ნაწილში (შპანდაუ) უერთედება მდ. ჰაველი. ბერლინის დასავლეთი უბნები რაინიკენდორფი და პანკო მდებარეობენ ბარნიმის, ხოლო შარლოტენბურგ-ვილმერსდორფი, შტეგლიც-ცელენდორფი, ტემპელჰოფ-შიონებერგი და ნოიკიოლნი - ტელტოს მაღლობზე.

ბერლინის ყველაზე მაღალი პუნქტებია: ტოიფელსბერგი (115 მ. ზღვის დონიდან) შარლოტენბურგ-ვილმერსდორფში და მიუგელბერგე (115 მ.) ტრეპტო-კიოპენიკში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ბერლინის ადმინისტრაციული დაყოფა

1998 წლის 10 ივნისის "კანონით ადმინტრაციული დაყოფის რეფორმის შესახებ"' ბერლინის 23 რაიონი 12-მდე იქნა დაყვანილი.

ბერლინის ფედერაციულ მიწას ეკუთვნის ბრანდენბურგში მდებარე 2350 ჰექტარი ფართობის პარფორცეჰაიდეს ნაკრძალი.

კლიმატი[რედაქტირება]

ბერლინი ზომიერ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. საშუალი წლიური ტემპერატურაა - +9,4° ცელსიუსით, საშუალო წლიური ნალექი - 578 მილიმეტრი. ყველაზე თბილი თვეებია ივნისი, ივლისი და აგვისტო - საშუალოდ +17,4° - +18,7° და ყველაზე ცივი - დეკემბერი, იანვარი, თებერვალი - საშუალაოდ -0,2° - +1,4° ცელსიუსით. ყველაზე მეტი ნალექი მოდის აგვისტოში - 76 მილიმეტრამდე, ყველაზე ცოტა—თებერვალში - 36 მილიმეტრამდე.

თიერგართენის პარკი ოქტომბერში

მოსახლეობა[რედაქტირება]

ბერლინის ცენტრი

ბერლინში ცხოვრობს 3.392.026 მოსახლე (31 აგვისტო 2005) 891,75 კმ²-ზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 3.804 კაცს კმ²-ზე. ბერლინის მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს 41,7 წელს. 2005 წლის ივნისში აქ ცხოვრობდა 458.600 არაგერმანული მოქალაქეობის მქონე პირი მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. ეს შეადგენს ბერლინის მოსახლეობის 13,5%-ს. ქალაქში ცხოვრობს დაახ. 36.000 პოლონელი და 119.000 თურქი. ბერლინში თურქთა მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვარგარეთული დიასპორაა.

ბერლინის მოსახლეობის 60% ათეისტია, 23% - პროტესტანტი, 9% - კათოლიკე და 6% - მუსლიმი.

ღამის ხედი ბერლინზე

ისტორია[რედაქტირება]

ბერლინის ტერიტორიაზე პირველმოსახლენი გერმანული ტომები იყვნენ, რომლებმაც იქაურობა, სავარაუდოდ, ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში აითვისეს. ჩვენი წელთაღრიცხვის დაახ. 720 წელს ისინი ჩაანაცვლეს სლავებმა, ხოლო მე-12 საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის ტერიტორია ისევ გერმანელთა ხელში გადავიდა (1157 წელს ბერლინის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრანდენბურგის მარკგრაფები ბატონობენ).

მე-13 საუკუნის დასაწყისში მდინარე შპრეეს ერთერთი ფონის გარდიგარდმო 2 პატარა დასახლება აღმოცენდა: მდინარის მარჯვენა ნაპირზე ძველი ბერლინი, ხოლო დღევანდელ მუზეუმთა კუნძულზე - კელნი. პირველი ქალაქად იხსენიება 1244 წლიდან, მეორე - 1237 წლიდან. უფრო ადრეული ქალაქების სტატუსი გააჩნიათ დღევანდელი ბერლინის ფარგლებში შემავალ ქალაქებს, შპანდაუს (ქალაქად იხსენიება 1197 წლიდან) და კეპენიკს (1204), რომლებიც ძველი სლავური დასახლებების ადგილას შექმნა. ამასთან, ნახსენები ქალაქები მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ბერლინის მოქიშპენი იყვნენ და ისტორიამ საამისო ბევრი მაგალითი შემოინახა, მაგალითად, 1567 წლის "ხელკეტების ომად" წოდებული გრანდიოზული ჩხუბი ბერლინელ და შპანდაუელ ახალგაზრდებს შორის, რომელიც პირველთა გალახვით და გაქცევით დასრულდა.

1307 წელს ბერლინისა და კელნის გაერთიანებით შეიქმნა ქალაქი ბერლინ-კელნი. 1462 წელს გაერთიანებული ქალაქი ბრანდენბურგის საკურფიურსტოს დაექვემდებარა და საქალაქო დამოუკიდებლობა დაკარგა. 1710 წელს ბერლინი ბრანდენბურგის საკურფიურსტოსა და პრუსიის საჰერცოგოს გაერთიანების შედეგად შექმნილი პრუსიის სამეფოს დედაქალაქი გახდა და გარეუბნების (დოროთეენშტადტი, ფრიდრიხსვერდერი, ფრიდრიხშტადტი) ხარჯზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. შემდგომი დიდი გაფართოების შედეგად, 1860 წელს ბერლინის შემადგენლობაში მოხვდა შემდეგი დღევანდელი რაიონები: ვედინგი, მოაბიტი, ტემპელჰოფი, შენებერგი, ხოლო თანამედროვე მასშტაბები ქალაქმა 1920 წელს, დიდი ბერლინის შექმნით შეიძინა, როცა ბერლინს რამდენიმე ქალაქი და თემი შემოემატა, მისი ნახსენები ისტორიული კონკურენტების, შპანდაუსა და კეპენიკის ჩათვლით.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

ბერლინს მაღალგანვითარებული სატრანსპორტო კომპლექსი აქვს. 979 ხიდი გადებულია ქალაქში არსებულ 197 კმ სიგრძის სამდინარო მონაკვეთზე, გზების საერთო სიგრძე 5,334 კმ-ია, ხოლო ავტოსტრადებისა 73 კმ. 2006 წელს ქალაქში 1.416 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ანუ 416 ავტომანქანა 1000 სულზე. (587/1000 გერმანიაში), ბერლინში, როგორც გერმანიის უდიდესსა და ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში, ერთ სულ მოსახლეზე ავტომობილების მცირე რაოდენობა მოდის.

შორი მანძილის რკინიგზა გერმანიის დედაქალაქს ქვეყნის ასეულობით და მეზობელი სახელმწიფოების უმთავრეს ქალაქებთან აკავშირებს. ბერლინს ევროპაში უმსხვილესი სარკინიგზო კვანძი აქვს. ბერლინი ცნობილია მაღალგანვითარებული საველოსიპედო გზებით, სადაც დღიურად 400 000 ველოსიპედისტი მოძრაობს, რაც 2007 წლის მონაცემებით, მგზავრთა საერთო მაჩვენებლის 12%-ს შეადგენდა. ბერლინის სენატი ცდილობს 2010 წლისთვის ეს პროცენტი 15-მდე გაზარდოს. საველოსიპედო გზა 620 კილომეტრს მოითვლის; ავტობუსებისთვის ქალაქში 70 კმ მარშრუტია დათმობილი.

აეროპორტები[რედაქტირება]

ბერლინში ორი კომერციული აეროპორტია. ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) უდიდესი და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF); (მოემსახურა 21 მლნ ადამიანს 2007 წელს). ორივე აეროპორტი ერთობლივად 144 წერტილს ემსახურება, აქედან 124 ევროპაშია. შენეფელდი, როგორც წესი, იაფფასიანი ავიაციის პოლიტიკას ატარებს და ბერლინის სამხრეთ საზღვრებს გარეთ, ბრანდენბურგის მხარეში მდებარეობს.

დანარჩენი 2 აეროპორტი ქალაქის ფარგლებშია.

ბერლინის მთავრობის გეგმით, 2011 წლიდან ძირითადი დატვირთვა შენეფელდის მოდერნიზებულ აეროპორტზე უნდა მოდიოდეს, რომელსაც იმდროისათვის ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი ერქმევა. ამავე გეგმით, ბერლინი აზიისკენ მიმავალი ავიაციის ევროპის კარიბჭედ უნდა იქცეს.

ბერლინში არის აგრეთვე მაღალგანვითარებული მეტროპოლიტენი. იხ. ბერლინის მეტროპოლიტენი

პოლიტიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პოლიტიკა ბერლინში.

1990 წლის 3 ოქტომბერს ბერლინი გამოცხადებულ იქნა ფედერაციულ მიწად და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქად. 1991 წლის 20 ივნისს გერმანიის ბუნდესტაგმა ფედერაციული მთავრობის, ბუნდესტაგისა და ბუნდესრატის ბიუროები ბერლინში გადაიტანა.

ბერლინის ფედერაციული მიწა

ბერლინის ფედერაციული მიწის (შემდგ. «ბფმ») მთავარი საკანონმდებლო ორგანოა «ბერლინის წარმომადგენელთა პალატა», რომლეშიც შემდგომ პარტიების წარმომადგენლები სხედან: გსდპ, გქდკ, გერმანიის მემარცხენეთა პარტია, გერმანიის მწვანეები და გთდპ. მმართველ კოალიციას შეადგენენ გსდპ და მემარცხენეები.

«ბფმ»-ის მთავარი აღმასრულებელი ორგანოა «ბერლინის სენატი», რომელიც შედგება მმართველი ბურგომისტრისა (კლაუს ვოვერაიტი) და 8 სენატორისაგან. მმართველი ბურგომისტრი წარმოადგენს ქალაქს და ფედერაციულ მიწას საერთაშორისო სცენაზეც. 1996 წელს ჩატარდა სახალხო კენჭისყრა ბერლინისა და ბრანდენბურგის მიწების გაერიანების თაობაზე.

ბერლინის მუზეუმები[რედაქტირება]

ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანებაში ხუთი მუზეუმი შედის: ბოდეს მუზეუმი, პერგამინის მუზეუმი, ახალი მუზეუმი, ნაციონალური გალერეა დაძველი მუზეუმი.

გერბები და დროშები

რესურსები[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: