ფლორენცია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ფლორენცია
Firenze
Sunset over florence 1.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ტოსკანა
პროვინცია ფლორენცია
კოორდ. 43°47′00″ ჩ. გ. 11°15′00″ ა. გ. / 
ფართობი 102.4 კმ²
სიმაღლე +240
მოსახლეობა 365,744 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 3,572 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ტელ. კოდი 055
საფოსტო ინდექსი 50100
ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.comune.firenze.it

ფლორენცია მდებარეობა იტალია

Red pog.svg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 174
რუს.ინგლ.ფრ.

ფლორენცია (იტალიურად: Firenze; ძველ იტალიურად: Fiorenza, ლათინურად: Florentia) - იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქი. ის არის ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი 367,569 მცხოვრებით (1,500,000 შემოგარენის ჩათვლით).

ქალაქი მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით. უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით. შუა საუკუნეების ვაჭრობის და ფინანსური ცენტრი იყო. ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მას შუა საუკუნეების ათენსაც კი უწოდებდნენ. მედიჩების მმართველობის პერიოდში, ხანგრძლივად დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც ჰქონდა. 1865 დან 1870 მდე კი იტალიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა.

ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლის კულტურულ მემკვიდრეობად. ფლორენცია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ - ერთი ულამაზესი ქალაქი. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ფლორენცია არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში და ბევრი მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს. ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად: დანტე, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ეკატერინე მედიჩი, რობერტო კავალი და ასე შემდეგ.