ტორსჰავნი
|
ქალაქი
ტორსჰავნი
Tórshavn
|
ტორნსჰავნი (ფარ. Tórshavn, დან. Thorshavn) — ფარერის კუნძულების დედაქალაქი. 2007 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 13,000 კაცს. მდებარეობს კუნძულ სტრეიმოის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაარსდა X საუკუნეში მეხისა და ელვის ღვთაება თორის პატივსაცემად. ტორნსჰავნი, თორნსჰავნი, სიტყვა-სიტყვით „თორის ნავმისადგომს“ ნიშნავს.
სექციების სია |
ტრანსპორტი [რედაქტირება]
მოქმედებს საბორნე გადასასვლელი დანიაში, ნორვეგიაში, შოტლანდიასა და ისლანდიაში.
ტორნსჰავნი ჩრდილოეთ ატლანტის საკვანძო პორტია. ბოლო ათწლეულებში რუსული თევზმჭერი ხომალდების შესვლის, გადმოტვირთვის და დასაწყობების ცენტრად იქცა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში.
სპორტი [რედაქტირება]
ტორნსჰავნში, ისევე როგორც ფარერების უმეტესობასა და სკანდინავიის ქვეყნებში ხელბურთი და ფეხბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქალაქის არც თუ მოზრდილი მოსახლეობის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე სპორტული კლუბი.
მუსიკა [რედაქტირება]
1983 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ტორსჰავნის ჯაზის ფესტივალი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Havsteen-Mikkelsen, Sven (1995) Føroyinga søga (Bjarni Niclasen, týddi; Jørgen Haugan, skrivaði eftirmæli. Tórshavn: Føroya skúlabókagrunnur)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ტორსჰავნის მუნიციპალიტეტის გვერდი
- redpenguin.net - ტორსჰავნის სურათები
|
|||||||||||