ლონგირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Norway Svalbard location map.svg

ლონგირი, ლონგიირი ან ლონგიირბიუენი (ნორვ. Longyearbyen) — ნორვეგიიის პროვინცია სვალბარდის ანუ შპიცბერგენის უმსხვილესი დაბა და დასახლებული პუნქტი. ლონგიირბიუენი მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებაა ათასზე მეტი მცხოვრებით. დაბასთან ახლოს მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტია განლაგებული რეგულარული რეისებით. აქვეა სვალბორდის საერთაშორისო უნივერსიტეტი (თავის მხრივ, ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე უნივერსიტეტი.

ისტორია[რედაქტირება]

ქალაქი 1906 წელს ამერიკელმა მეწარმე-ინჟინერმა ჯონ მონრო ლონგიირმა (1850-1922) დააარსა. მან ამადგილას ნახშირის საბადო გახსნა. 1916 წელს დასახლება ნორვეგიულ კომპანია Store Norske-ს მიჰყიდეს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ნორვეგიის ოკუპაციის დროს, დასახლების (იმხანად) 765 მკვიდრმა დიდ ბრიტანეთს მიაშურა ევაკუაციისთვის. დაბაც და ბევრი მაღაროც 1943 წლის 8 სექტემბერს გერმანული ლინკორის შარნჰორსტიდან და ნაღმმზიდებიდან გახორციელებული დაცხრილვების შედეგად განადგურდა, თუმცა, ომის დასრულებისთანავე, მალევე აღადგინეს.

1970-იანი წლების შუახანებიდან ნორვეგიის მთავრობამ დაბაში სოციალური ცხოვრების ნორმალიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კურსი აიღო. 1990-იანი წლებისთვის ნახშირმოპოვება თითქმის გაჩერდა. დღეისათვის ერთადერთი მაღარო მოქმედებს, ისიც მხოლოდ დაბის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად. იმავე წლებში იწყება ტურიზმის მნიშვნელოვანი განვითარება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება]

ლონგიირი კუნძულ დასავლეთ შპიცბერგენზე მდებარეობს, ადვენტ-ფიორდის ნაპირზე სანაპირო ზოლში. ორივე ნაპირზე ზამთრობით აშრობადი მდინარეები ჩამოუდის. კლიმატი დაბაში არქტიკულია, ლონგიირის უმეტეს ნაწილში ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა −6 °C-ია, იანვრის საშუალო ტემპერატურა −14,6 °C, ივლისისა — 6,5 °C. ოდესმე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1979 წლის ივლისში 21,3 °C-ია, ყველაზე დაბალი ტემპერატურა კი 1986 წლის მარტში -46,3 °C დაიჭირა.

ნალექების საშუალო წლიური დონე 210 მმ შეადგენს.

პოლარული ღამე ოთხ თვემდე გრძელდება, ოქტომბრის დასასრულიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე. პოლარული დღე კი აპრილის შუა რიცხვებიდან 15 აგვისტომდე.

ეკონომიკა[რედაქტირება]

1990-იანების დასაწყისამდე დაბის თითქმის ყველა მკვიდრის ცხოვრება ნახშირის მოპოვებაზე იყო კონცენტრირებული; ამ დარგში დღესდღეობითაც ბევრია დაკავებული, მაგრამ, ნახშირის მოპოვება უკვე მხოლოდ სვეაგრუვში წარმოებს. მართალია კუნძულზე ნახშირის მოპოვებას არასდროს მოუტანია დიდი მოგება, მაგრამ, ნორვეგიის მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისათვის, რომ ლონგიირში მოსახლეობა შეინარჩუნოს.

მედია[რედაქტირება]

გაზეთები

ლონგიირში ყოველკვირეული ადგილობრივი გაზეთი „Svalbardposten“ გამოდის, რომელიც 1948 წლის ნოემბერში დაარსდა. 2004 წელს გაზეთს 3271 ხელმომწერი ჰყავდა, რაც შპიცბერგენის საერთო მოსახლეობას აღემატება კიდეც.

კლიმატი[რედაქტირება]

წლიური ამინდი — Longyearbyen
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
საშუალო მაღალი °C (°F) -13.0 (9) -13.0 (9) -13.0 (9) -9.0 (16) -3.0 (27) 3.0 (37) 7.0 (45) 6.0 (43) 1.0 (34) -4.0 (25) -8.0 (18) -11.0 (12)
საშუალო დაბალი °C (°F) -20.0 (-4) -21.0 (-6) -20.0 (-4) -16.0 (3) -7.0 (19) -1.0 (30) 3.0 (37) 2.0 (36) -3.0 (27) -9.0 (16) -14.0 (7) -18.0 (-0)
ნალექი მმ (დუიმი) 22.0 (0.9) 28.0 (1.1) 29.0 (1.1) 16.0 (0.6) 13.0 (0.5) 18.0 (0.7) 24.0 (0.9) 30.0 (1.2) 25.0 (1) 19.0 (0.7) 22.0 (0.9) 25.0 (1)
წყარო: Longyearbyen Climate Guide[1] 2009

სქოლიო[რედაქტირება]

Longyear.jpg