ზაგრები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ზაგრები
Zagreb
Jelacicplac.jpg
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
სტატუსი დედაქალაქი
კოორდინატები 45°49′ ჩ. გ. 15°59′ ა. გ. / 45.817° ჩ. გ. 15.983° ა. გ. / 45.817; 15.983
პირველი ხსენება 1094
ქალაქი 1242  წლიდან
ფართობი 641.29 კმ²
სიმაღლე 120—1035
მოსახლეობა 784,900 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 1,223.9 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 01
საფოსტო ინდექსი 10000
საავტომობილო კოდი ZG
ოფიციალური საიტი http://www.zagreb.hr

ზაგრები მდებარეობა ხორვატია

Red pog.svg

ზაგრები (ხორვ. Zagreb) — ხორვატიის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი დასახლებული პუნქტი. მოსახლეობა — 784 900 კაცი (2007).

ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

ქალაქი გაშენებულია მდინარე სავაზე, დუნაის შესართავი, ჩრდილოეთის განედის 45,815° და აღმოსავლეთის გრძედის 15,98306°, ზღვის დონიდან 104 მეტრზე მედვედნიცას მთის მასივის ახლოს. კლიმატი კონტინენტური, საშუალო წლიური ტემპერატურა +20 გრადუსი ცელსიუსით, ზამთრის საშუალო +1 გრადუსი ცელსიუსით.

დრო — საშუალოევროპული, გრინვიჩი +1. ფართობი — 641,29 კმ².

ქალაქ ზაგრებს გარეუბნებთან ერთად ჟუპანიის სტატუსი აქვს ხორვატიის შემადგენლობაში, ქალაქის მმართველობას მერი ახორციელებს, რომელსაც ქალაქის ასამბლეა ირჩევს.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

ზაგრებში მდებარეობს ტრანსპორტის დაქსაქსული ცენტრი. ქალაქიდან ოთხივე მიმართულებით გადის მსხვილი საგზაო მაგისტრალები. რკინიგზა ზაგრებს ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებთან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან აკავშიკრებს. ქალაქის ცენტრში მსხვილი სარკინიგზო და საავტობუსო სადგურებია განთავსებული. ზაგრების აეროპორტი ქალაქიდან 17 კილომეტრში მდებარეობს. მგზავრთა ნაკადი წლიურად საშუალოდ 2 მლნ ადამიანია.

ქალაქში კარგად არის განვითარებული ტრამვაისა და ავტობუსის ხაზები, ასევე ფუნიკულიორის ხაზი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რომელიც ქვედა და ზედა ქალაქს აკავშირებს. შემუშავებულია მსუბუქი მეტროპოლიტენის აშენების გეგმა. მშენებლობის კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის.

კლიმატი[რედაქტირება]

ზაგრების კლიმატი კონტინენტურია, გამოყოფილია წელიწადის ოთხივე დრო. ზამთრობით საშუალო ტემპერატურაა — 1 °C, ზაფხულობით — 20 °C. როგორც წესი, ზაგრებში ერთობ ცხელი მაისი იცის, განსაკუთრებით თვის ბოლოსკენ — ტემპერატურა 30 °C აჭარბებს. ზამთარში თოვლი იცის; შემოდგომა წვიმიანია.

ისტორია[რედაქტირება]

ზაგრების პირველი ხსენება 1094 წელს მიეკუთვნება, როდესაც უნგრეთის მეფე ლასლო I-მა კაპტოლის ბორცვის დასახლებაში საეიპისკოპოსო დააარსა. იმხანად დასახლებული პუნქტები კაპტოლი და გრადეცი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამოსახლოები იყო, დღესდღეობით კი ქალაქის ისტორიული ნაწილის ბირთვს წარმოადგენენ.

1242 წელს ზაგრები (გრადეცი) უნგრეთ-ხორვატიის მეფის ბელა IV-ის მიერ ოქროს ბულით სამეფო ქალაქად იწოდა.

XVII საუკუნის დამდეგს გრადეცი და კაპტოლი ერთ ქალაქად ერწყმიან ერთმანეთს და კაპტოლის საეიპისკოპოსოც ზაგრების საარქიეპისკოპოსოდ იწოდება.

1669 წელს იეზუიტები პირველ გიმნაზიასა და აკადემიას აარსებენ. ეს თარიღი მიიჩნევა ზაგრების უნივერსიტეტის დაარსების პერიოდად, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. მოკლე ხანში ზაგრები ხორვატიის კულტურული ცენტრი და პოსადის ხორვატიის უდიდესი ქალაქი ხდება.

1776 წელს ვარაჟდინიდან ზაგრებში ხორვატიის სამეფო სამმართველო გადადის და ქალაქიც ფაქტიურად დედაქალაქის სტატუსს იძენს.

1851 წელს ბანმა იოსიფ ელაჩიჩმა კაპტოლი და გრადეცი გზაგრებში გააერთიანა.

ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დროს ქალაქს აგრამი ერქვა.

1991 წლის 25 ივლისს ხორვატიის რესპუბლიკის ტაძარი აცხადებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და დედაქალაქად ზაგრებს.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ზაგრები ხორვატიის უმსხვილესი და ერთადერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაც (გარეუბნებიანად) 1 მლნ ადამიანს აჭარბებს, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. საქალაქო აგლომერაციაში 1 088 841 მცხოვრებია.

ქალაქის ეროვნული შემადგენლობა საკმაოდ ერთგვარია: 2001 წლის მონაცემებით, ზაგრების 91,94 % ხორვატები შეადგენდნენ. იმავე მონაცემებით, ქალაქში 40 066 ეროვნული უმცირესობაა. ამათგან უმსხვილესია (18 811 ად., 2,41 %) სერბები, (6 204 ად., 0,80 %) ბოსნიელები, (3 389 ად., 0,43 %) ალბანელები, (3 225 ად., 0,41 %) სლოვენელები, (1 946 ად, 0,25 %) ბოშები, (1 131 ად., 0,17 %) ჩერნოგორიელები და (1 315 ად., 0,17 %) მაკედონიელები. ქალაქის დიდი უმეტესობა (დაახლ. 90 %) კათოლიკეა, აგრეთვე არსებობს მცირერიცხოვანი მართლმადიდებლური და მუსულმანური წარმომადგენლობებიც.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: