მარია ესპანელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონიო მოროს მიერ დახატული ინფანტა მარია ესპანელის პორტრეტი

მარია ესპანელი (ესპ. María de Austria y Avis; დ. 21 ივნისი 1528 — გ. 26 თებერვალი 1603, ლას-დესკალსას-რეალესი) — ესპანეთის ინფანტა. იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ცოლი.

მარია იყო იმპერატორ კარლ V-ის და იზაბელა პორტუგალიელის ქალიშვილი. 1548 წელს დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე მაქსიმილიანზე. მამის თხოვნით მარია და მისი ქმარი ხდებოდნენ ესპანეთის რეგენტები, როდესაც იმპერატორი ქვეყანას ტოვებდა.

1552 წელს ისინი დაბრუნდნენ ვენაში. მარიას და მაქსიმილიანს ჰყავდათ 16 შვილი.

შვილები[რედაქტირება]

  1. ანა ავსტრიელი ( დ. 1 ნოემბერი 1549 — გ. 26 ოქტომბერი 1580) — ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ცოლი და ფილიპე III-ის დედა.
  2. ფერდინანდი ( დ. 28 მარტი 1551 — გ. 25 ივნისი 1552)
  3. რუდოლფ II ( დ. 18 ივლისი 1552 — გ. 20 იანვარი 1612) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი.
  4. ერნესტი ( დ. 15 ივლისი 1553 — გ. 12 თებერვალი 1595) — ერცჰერცოგი. ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი.
  5. ელიზაბეთი ( დ. 5 ივნისი 1554 — გ. 22 იანვარი 1592) — საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის ცოლი.
  6. მარია ( დ. 27 ივლისი 1555 — გ. 25 ივნისი 1556)
  7. მატიასი ( დ. 24 თებერვალი 1557 — გ. 20 მარტი 1619) — საღვთო რომის იმპერატორი.
  8. მკვდრადშობილი ვაჟი (20 ოქტომბერი 1557)
  9. მაქსიმილიან III ( დ. 12 ოქტომბერი 1558 — გ. 2 ნოემბერი 1618) — ერცჰერცოგი. ტევტონის ორდენის დიდი მაგისტრი და პრუსიის მმართველი.
  10. ალბრეხტ VII ( დ. 15 ნოემბერი 1559 — გ. 13 ივლისი 1621) — ერცჰერცოგი. ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი. ესპანელი ინფანტას ისაბელ კლარა ევგენიას ქმარი.
  11. ვენეცელი ( დ. 9 მარტი 1561 — გ. 22 სექტემბერი 1578)
  12. ფრიდრიხი ( დ. 21 ივნისი 1562 — გ. 16 იანვარი 1563).
  13. მარია ( დ. 19 თებერვალი 1564 — გ. 26 მარტი 1564)
  14. კარლი ( დ. 26 სექტემბერი 1565 — გ. 23 მაისი 1566)
  15. მარგარეთი ( დ. 25 იანვარი 1567 — გ. 5 ივლისი 1633) — მონაზონი
  16. ელეონორა ( დ. 4 ნოემბერი 1568 — გ. 12 მარტი 1580)

ბიოგრაფია[რედაქტირება]

იმპერატორი მაქსიმილიან II ოჯახთან ერთად. ჯუზეპე არჩიმბოლდის შექმნილი პორტრეტი, დაახ. 1553

მარიამ დიდი გავლენა მოახდინა თავის ვაჟებზე, მომავალ იმპერატორებზე რუდოლფზე და მატიასზე. ის იყო ეჭვიანი კათოლიკე, ამიტომ ხშირად არ ეთანხმებოდა თავის ტოლერანტ ქმარს. 1576 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა ესპანეთში. 1582 წელს ესპანეთში დაბრუნების შემდეგ მა განაცხადა, რომ ის ძალიან ბედნიერი იყო, რადგან ცხოვრობდა ერეტიკოსებისგან თავისუფალ ქვეყანაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]