ლეოპოლდო ო’დონელ ი ხორისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეოპოლდო ო'დონელ ი ხორისი

ლეოპოლდო ო'დონელ ი ხორისი (ესპ. Leopoldo O'Donnell y Jorris; დ. 12 იანვარი, 1809, სანტა-კრუს-დე-ტენერიფე, ესპანეთი — გ. 5 ნოემბერი, 1867, ბიარიცი, ესპანეთი) — ესპანეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. I კარლისტურ ომში (1833-1840) იბრძოდა კარლისტების წინააღმდეგ. ბალდომერო ესპარტეროს სახელმწიფოს სათავეში მოსვლის (1840) შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში; 1843 დაბრუნდა ესპანეთში. 1854 წლის 7 ივლისს გამოაქვეყნა ე.წ. მანსანარეისის მანიფესტი, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო ესპანეთის 1854-1856 რევოლუციის დროს ლიბერალური ბურჟუაზიის მიერ წამოყენებული მოთხოვნები. 1854 წლის დამლევს სათავეში ჩაუდგა ლიბერალურ კავშირს (მემარჯვენე ლიბერალური პარტია). პრემიერ-მინისტრი 1856, 1858-1863, 1865-1866 წწ.

ლეოპოლდო ო'დონელ ი ხორისმა დაშალა რევოლუციის დროს შექმნილი ეროვნული მილიცია, ნებადართულად გამოაცხადა 1835 წელს აკრძალული იეზუიტების მოღვაწეობა, ჩაახშო აჯანყება ანდალუსიაში (1861). ესპანეთ-მაიორკის ომის (1859-1860) დროს სარდლობდა მაროკოს ტერიტორიაზე მოქმედ ესპანეთის ჯარებს. 1861 წელს დადო შეთანხმება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებთან მექსიკაში ინგლის-საფრანგეთ-ესპანეთის ერთობლივი სამხედრო ინტერვენციის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]