კოპენჰაგენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კოპენჰაგენი
København
Skyline 003.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა დანიის დროშა დანია
კოორდინატები 55°40′30″ ჩ. გ. 12°34′32″ ა. გ. / 55.67500° ჩ. გ. 12.57556° ა. გ. / 55.67500; 12.57556
ფართობი მუნიციპალიტეტი 88.25 კმ²
რეგიონი 2673 კმ²
მოსახლეობა 1,153,615 ადამიანი
მუნიციპ. 509,861 კაცი (2008)
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ოფიციალური საიტი http://www3.kk.dk
კოპენჰაგენის
სატელიტური ფოტო
Copenhagen 12.57744E 55.66605N.jpg

კოპენჰაგენი მდებარეობა დანია

Red pog.svg

კოპენჰაგენი (დან. København) — დანიის დედაქალაქი და ასევე მუნიციპალიტეტის სახელი, რომელშიც იგი მდებარეობს. 1,116,979 მცხოვრებით კოპენჰაგენი დანიის უდიდესი ქალაქია.

ქალაქის თანამედროვე დანიური სახელწოდება თავდაპირველი სახელის Kjøbmandehavn დამახინჯებული ფორმაა (ყრუ 'j' მოგვიანებით ამოგდებულ იქნა) და შედგება kjøb („იყიდო“) + mand („კაცი“) = „კაცი რომლისგანაც ყიდულობ“ ან „ვაჭარი“ და შედეგად „ვაჭართა ყურე“; København გამოითქმის [købm̩ˈhawˀn]. ქალაქის საერთაშორისო გამოთქმა მისი გერმანული ფორმიდან Kopenhagen მომდინარეობს.

კოპენჰაგენი დანიის ეროვნული პარლამენტის, მთავრობისა და მონარქიის ბინაა.

ისტორია[რედაქტირება]

კოპენჰაგენი 1885 წელს

კოპენჰაგენის ადგილზე ჯერ კიდევ XII საუკუნეში პატარა სოფელი იყო, რომელიც ეპისკოპოსმა აბსალონმა ციხე-სიმაგრის აშენებით მნიშვნელოვან გამაგრებულ ადგილად აქცია. 1254 წელს კოპენჰაგენმა პირველად მიიღო ქალაქური პრივილეგიები. 1416 წელს ერიკ პომერანელმა ქალაქი აიღო, 1433 წელს კი საკუთარ რეზიდენციად აქცია. გრაფის ომის დროს 1658-1659 წწ კოპენჰაგენმა უმძიმეს ალყას გაუძლო, გმირულად დაიცვა თავი შვედებისგან.

1807 წელს ქალაქი ინგლისელების მიერ გახორციელებულმა დაბომბვებმა მეტად დააზარალა.

ამჟამად, ძველი ნაგებობების ადგილებში ბულვარებია გაშენებული, შემორჩენილია მხოლოდ ციტადელი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ტრანსპორტი[რედაქტირება]

ქალაქში, სახელმწიფო დაქვემდებარების გარდა, კომერციული ნავსადგურებიც არის.

ექვსი სარკინიგზო ხაზი კოპენჰაგენს მთელს დანიასთან აკავშირებს. ყოველდღიურად სრულდება საორთქლმავლო რეისები გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ინგლისის, ამერიკის, რუსეთის, ბალტიის ქვეყნების, ხმელთაშუა და შავი ზღვის, აგრეთვე შორეული ქალაქების მიმართულებით.

ქალაქში არის მეტროპოლიტენი.

კულტურა[რედაქტირება]

ქალთევზა, კოპენჰაგენის სიმბოლო

მუზეუმები: ჩრდილოეთის სიძველეთა, ეთნოგრაფიული და ტორვალდსენის მუზეუმი, (განთავსებული ბერძნულ-ეგვიპტური სტილის შენობაში, სადაც თავად ტორვალდსენის ნაწარმოებების გარდა, მისივე შეგროვებული სიძველეთა ნიმუშების კოლექცია დაცული).

აღსანიშნავია ე.წ. უფლისწულთა სასახლეში განთავსებული მონეტებისა და მედლების, აგრეთვე ძველ გრავიურათა კოლექცია.

საინტერესოა მოლტკეს ფერწერული გალერეა.

მთავარი თეატრებია: სამეფო (ეროვნული დრამისა და ოპერის), ასევე სახალზო თეატრი Nörregade-ზე და დაგმარ-თეატრი.

განათლება[რედაქტირება]

ქალაქშია 1478 წელს დაარსებული უნივერსიტეტი; ქირურგიული აკადემია, ასტრონომიული ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში 300 000 ტომია და 500 000 ხელნაწერი (ძველსკანდინავიური ძეგლების კრებული);

პოლიტექნიკური სკოლა, უმაღლეს სასოფლო-სამეურნეო სკოლასთან შერწყმული სავეტერინარო სკოლა, სამხედრო სასწავლებელი, საზღვაო სასწავლებელი, სამხატვრო აკადემია.

25 სახალხო ელემენტარული სკოლა, მათ შორის, 17 კერძოა. საქალაქო და რეალური სასწავლებელი 97-ია. ასევე დედაქალაქის სამეფო და ცხრა კერძო კლასიკური გიმნაზია.

კოპენჰაგენის სამეცნიერო უწყებებს დანიის სამეფო სამეცნიერო აკადემია უდგას სათავეში, რომელიც 1742 წელს შეიქმნა და აგრეთვე 1845 წელს შექმნილი ჩრდილოეთის სიძველეთა დანიის სამეფო საზოგადოება. ქალაქში არის გეოგრაფიული საზოგადოება, მუსიკალური საზოგადოება, წარმოებისა და ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოება. სამეფო ბიბლიოთეკა 500 000 წიგნისა და 20 000 ხელნაწერისგან შედგება. სხვა ენებთან ერთად, ნაწერები შედგენილია სანსკრიტულ, პალიურ და სინგალეზურ ენებზე.

სპორტი[რედაქტირება]

სამზარეულო[რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]

მთავარი ტაძრები: მაცხოვრის ტაძარი, რომლის გუმბათიც 90 მეტრის სიმაღლეზეა, აგრეთვე 1807 წელს ინგლისელების მიერ დანგრეული ე.წ. ქალთა წერაქვი. 1811-29 წლებში განზენმა ბაზილიკად გადააკეთა, სადაც ტორვალდსონის ცნობილ ნამუშევრებია თავმოყრილი (ქრისტე, 12 მოციქული).

სასახლეები: ქრისტიანსბორგის ყოფილი სამეფო რეზიდენცია, რომელიც 1884 წელს დაიწვა. გადარჩა მხოლოდ კარის ეკლესია და სურათების გალერეა.

ამალეინბორგი, ზამთრის რეზიდენცია ლჲუდოვიკო XV-ის სტილში.

როზენბორგი, ნიდერლანდური რენესანსის მიხედვით ნაგები, რომლის პარკშიც ანდერსენის ძეგლი დგას.

აღსანიშნავია ასევე უნივერსიტეტი (ისტორიული ფრესკებით), ბირჟები (ნიდერლანდური რენესანსის სტილში), რატუშები, სამხატვრო მუზეუმი.

ცნობილი კოპენგაჰენელები[რედაქტირება]

კლიმატი[რედაქტირება]

წლიური ამინდი — კოპენჰაგენი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 2 (36) 2 (36) 5 (41) 10 (50) 15 (59) 19 (66) 20 (68) 20 (68) 17 (63) 12 (54) 7 (45) 4 (39) 11.1 (52)
საშუალო დაბალი °C (°F) -2 (28) -2 (28) -1 (30) 2 (36) 7 (45) 11 (52) 13 (55) 13 (55) 10 (50) 7 (45) 3 (37) -1 (30) 5 (41)
ნალექი მმ (დუიმი) 36 (1.4) 24 (0.9) 34 (1.3) 35 (1.4) 40 (1.6) 45 (1.8) 57 (2.2) 55 (2.2) 53 (2.1) 47 (1.9) 52 (2) 47 (1.9) 525 (20.7)
წყარო: World Weather Information Service[1] 2009-11-30

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Weather Information for Copenhagen. World Weather Information Service. წაკითხვის თარიღი: 30 November 2009.