ალკალა-დე-ენარესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერვანტესის მოედანი ქალაქის ცენტრში
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 876
რუს.ინგლ.ფრ.

ალკალა-დე-ენარე (ესპ. Alcalá de Henares) — ქალაქი ესპანეთში, მადრიდის ავტონომიურ ოლქში, მდინარე ენარესის ნაპირზე. მოსახლეობა — 204 ათასი ად. (2006)

ანტიკურ დროში ცნობილი როგორც კომპლუტუმი (ლათ. Complutum), ქალაქი განადგურდა 1000 წელს მავრების მიერ, რომლებმაც იგი 1038 წელს ისევ ააშენეს და მისცეს მას სახელი ალ-კალა-ან-ნარ. 1008 წელს კასტილიის მეფე ალფონსი VI-ემ ალკალა დაიბრუნა და გადსცა მმართველობა ტოლედოს ეპისკოპოსს. ქალაქის ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან მწერალი მიგელ დე სერვანტესი, იმპერატორი ფერდინანდი I და ეკატერინე არაგონელი.

ქალაქის ცენტრი შეტანილია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობა არის საბორული ეკლესია, რომელიც 1136 წელს იყო დაფუძნებული და გოტიკურ სტილში აშენებული (იგი ძალიან დაზარალდა მეოცე საუკუნის სამოქალაქო ომის დროს) და საარქიეპისკოპო რეზიდენცია, რომელშიც დღეს ინკვიზიციის არქივებია დაცული.

სან-ილდეფონსოს კოლეგიუმის ეკლესიაში თავდაპირველად იდგა შემდგომ მადრიდში გადატანილი „დიდი კარდინალი“ ქემენესის საფლავი, რომელმაც აქ დააარსა 1499-1509 წლებში საქვეყნოდ ცნობილი უნივერსიტეტი, დახურული 1838 წელს, და ბიბლიოთეკასთან ერთად მადრიდში გადატანილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: